logo_geo
ზაზა გაბუნია: საპარლამენტო რესპუბლიკას აქვს თავისი კრიტერიუმები, თავისი ნიშნები...
- +

10 მარტი. 2017. 22:05



საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაზა გაბუნიამ „დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში" პრეზიდენტის არჩევის წესზე ისაუბრა. გაბუნიას განცხადებით, თუ გვსურს, რომ საპარლამენტო ქვეყანა ვიყოთ, მაშინ აუცილებელია პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლა.


„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ გამოგვერიცხა ყოველგვარი პოლიტიკური შემადგენელი და ოპოზიციას არ ქონოდა სპეკულირების საშუალება ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიც კონსტიტუციაა.

 

მითუმეტეს, ნახეთ ყოველთვის უკავშირდებოდა ამ საკითხზე მსჯელობა ერთ კონკრეტულ სახელს და გვარს, მოქმედ პრეზიდენტს. ჩვენ გვსურს გამოვრიცხოთ ეს სპეკულაციის  შესაძლებლობა და ვთქვით, რომ ახლა ჩავატაროთ პირდაპირი წესით პრეზიდენტის არჩევნები და მერე გადავიდეთ ირიბი წესით არჩევნებზე. რატომ? იმიტომ რომ ასე მიგვაჩნია მართებულათ. რატომ უნდა აირჩიოს პარლამენთმა ან ნებისმიერი სხვა ფორმით და არა პირდაპირ, რატომ არ  უნდა იყოს არჩეული ამასაც აქვს თავისი საფუძველი და ეს საფუძველი არის კონსტიტუცონალიზმში და არა ვთქვათ ვიღაცის ახირებაზე. რაიმე პოლიტიკური სურვილი არ არის. ჩვენ თუ ვამბობთ გვინდა ვიყოთ საპარლამენტო რესპუბლიკა, საპარლამენტო რესპუბლიკას აქვს თავისი კრიტერიუმები, თავისი ნიშნები. მაგალითად როდესაც დახედავ რაღაც დოკუმენტს მიხვდები რომ ეს არის საპარლამენტო რესპუბლიკა", - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.


 

big_banner
არქივი