logo_geo
სტუმრობა გიო ხუციშვილის სახლში - ნატო გელაშვილის „დეკემბერი“ შვილებთან და ზუკასთან ერთად
- +

14 თებერვალი. 2020. 14:01

 

 

ნატო გელაშვილმა გიო ხუციშვილთან სტუმრობის ტრადიცია აღადგინა. სოციალურ ქსელში ატვირთულმა ვიდეომ - ვაჟებთან ერთად შესრულებულმა „დეკემბერმა“ უკვე დიდი გამოხმაურება პოვა. ყველაფერი კი ასე დაწყებულა: ნატოსთან ლუკას ბინის მისალოცად სტუმრად მისულმა ზუკა ხუციშვილმა და მაია ჯორჯაძემ იქით მიიწვიეს სტუმრად ნატო და მისი ვაჟები. ორი დღის წინანდელი მოლხენის ამბავი „პრაიმტაიმს“ ნატო გელაშვილმა უამბო.

 

ნატო გელაშვილი: - ჩემთან სპონტანურად გაჩნდა „ხუცოსთან“ სახლში მისვლის იდეა. დათო ოქიტაშვილმა თქვა - მე მაგარი გოჭი ვიცი და გოჭი და კუპატი მომაქვსო. ასე დაერქვა ამ ლხინს „გოჭ-ფართი“. ლუკას ბინა მიულოცეს და ჩვენთვის ვიღიღინეთ... თან გიოსთან მისვლის ტრადიცია აღდგა და დავთქვით, რომ ასე ერთ დღეს მის სახლში შევიკრიბებით. გიოს წავლის მერე მასთან ასეთი ლხინის სუფრა არ ყოფილა. ზუკა თამადა იყო. შუაღამემდე ამბავი გვქონდა... „ფეისბუქზე“ პირველი ვიდეო რომ აიტვირთა, მაიას სახლი გაივსო. ვინ სად იჯდა, ვერ გაიგებდი. რატომ გამომგვაპარეო, მაიკოს ურეკავდნენ. მაიკოც ისეთი აჟიტირებული იყო. ამბობდა, დიდი ხანია ამ სახლში ასეთი ბედნიერება არ ყოფილაო. „ხუცომ“ ასეთი დღესასწაული მოგვაწყობინა. არ ისვენებს „იქიდან“.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი