logo_geo
ზაზა მაღალაშვილი: ახლა მეორე მეუღლე მყავს, რომელთანაც ბედნიერ და ლამაზ ცხოვრებას ვაპირებ
- +

14 თებერვალი. 2020. 14:04

 

 

„ბედნიერი ვარ, რომ მყავს მეუღლე, შვილები და შვილიშვილი, რომელიც ახლახან შემეძინა. პირველი ოჯახი დამენგრა. ახლა მეორე მეუღლე მყავს, რომელთანაც ბედნიერ და ლამაზ ცხოვრებას ვაპირებ“ - ამის შესახებ მსახიობმა ზაზა მაღალაშვილმა ჟურნალ „გზასთან“ ოჯახზე საუბრისას აღნიშნა. მსახიობი ამჟამად სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ თამაშობს.

 

„ჩემი ახლანდელი მეუღლე პროფესიით მხატვარია, მუსიკალური განათლებაც აქვს. ერთმანეთს მხარში ვუდგავართ. მე მისი ფერადი, მას კი ჩემი შავი იუმორი მოსწონს.

 

დიდი ხანია ვიცნობ, წლების წინ სიმპათიაც მქონდა. ყოფილ მეუღლესთან მაშინ უკვე დაშორებული ვიყავი, ერთმანეთი მეგობარმა რომ შეგვახსენა. ინტერნეტით მიმოწერაც დავიწყეთ, მერე ჩამოვედი და ერთად ცხოვრება გადავწყვიტეთ.

ნიდერლანდების მოქალაქე ვარ, შემეძლო, უკან დავბრუნებულიყავი, მაგრამ ისევ ემიგრციაში ყოფნა აღარ მინდოდა. აქ ძალიან ბევრ წინაღობას ვეჯახები, ზოგჯერ ვფიქრობ, გავძლებ?“ - განაცხადა ზაზა მაღალაშვილმა.

big_banner
არქივი