logo_geo
დაელ ჰეო: მინდა, ქართველებმა „ჩინელი“ არ დამიძახონ
- +

14 თებერვალი. 2020. 15:27

 

„ვფიქრობ, „ოსეთსა“ და აფხაზეთს უეჭველად დავიბრუნებ“, - ამის შესახებ 10 წლის კორეელმა გოგონამ, დაელ ჰეომ ჟურნალ „გზასთან“ ინტერვიუს დროს აღნიშნა. 

 

დაელ ჰეო ორ წელზეა მეტია, რაც საქართველოში, ქალაქ რუსთავში ცხოვრობს. ის საქართველომ ერთ დღეში, სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს საშუალებით გაიცნო.

 

„ჩემი ოცნებაა, საქართველოს პრეზიდენტი გავხდე და „ოსეთი“ და აფხაზეთი დავიბრუნო.

ვფიქრობ, უეჭველად დავიბრუნებ, მაგრამ შეიძლება, ვერც დავიბრუნო.

ჩემი სურვილია, თუ ამ საქმეს მე ვერ გავაკეთებ, ეს სალომემ ან მისმა მომდევნო, ან - იმის მომდევნო პრეზიდენტმა გააკეთოს და საქართველო ძლიერი ქვეყანა გახდეს. ასევე, მინდა, ქართველებმა „ჩინელი“ არ დამიძახონ“, - აცხადებს დაელ ჰეო.

 

big_banner
არქივი