logo_geo
თაკო ჭანუყვაძე: კეკეს პერსონაჟში ბევრი ადამიანია თავმოყრილი
- +

14 თებერვალი. 2020. 15:48

 

 

„მანერებს ბევრისგან ვიღებ და ასე პატარა დეტალებით პერსონაჟის სახე იქმნება“, - ამის შესახებ მსახიობმა თაკო ჭანუყვაძემ, ჟურნალ „გზასთან“ ინტერვიუს დროს განაცხადა. მსახიობი ამ დროისთვის სერიალ „ჩემის ცოლის დაქალებში,“ კეკეს როლს ასრულებს.

 

„კეკე სახასიათო ტიპაჟია, ჩემთვის უკვე ძალიან საყვარელი პერსონაჟი გახდა. მსახიობი ვარ და თითოეული როლი ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა. შესაბამისად, ყველა პერსონაჟისთვის მაქვს სხვადასხვა ფერი, ხასიათი, თვისებები.. ამ სერიალში ყოფნა ძალიან სასიამოვნოა, დიდ გამოცდილებას ვიღებ.

 

მიხარია, რომ კეკე აქტუალურია, ეს პერსონაჟი მომავალ სერიებშიც იქნება. ამ პერსონაჟში ბევრი ადამიანია თავმოყრილი, მათ შორის ვაკელები და ვერელები. ამ თემას და ამ პერსონაჟს მეგობრები ყოველთვის განვიხილავთ, მაყურებლის მხრიდანაც დიდი გამოხმაურება აქვს, სადაც მივდივარ, ყველგან კეკეზე მელაპარაკებიან. უთქვამთ, ამ მომენტში ჩემი თავი დავიჭირეო. მანერებს ბევრისგან ვიღებ და ასე პატარა დეტალებით პერსონაჟის სახე იქმნება“, - განაცხადა თაკო ჭანუყვაძემ.

 

 

 

big_banner
არქივი