logo_geo
გიორგი გაბუნია: ოჯახის, მეგობრებისა და ექიმების დახმარებით, „გამოვძვერი“ და განწყობა დავიბრუნე
- +

14 თებერვალი. 2020. 19:04

 

 

„მესმის, რამდენად მნიშვნელოვანია, როცა ვინმე ერთხელ მაინც გეუბნება, ყველაფერი კარგად იქნებაო“, - ამის შესახებ იუმორისტმა გიორგი გაბუნიამ,  ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუს დროს აღნიშნა. შეგახსენებთ, რომ იუმორისტს რამდენიმედღიანი შუალედით ორი ოპერაციის გადატანა მოუხდა.

 

„ჩემმა პირველმა ოპერაციამ კარგად ჩაიარა და შესაბამისად ისტერიკაშიც არ ჩავვარდნილვარ, მაგრამ მალე რომ მეორეც დამჭირდა და ისე არ წავიდა ყველაფერი, როგორც საჭირო იყო, ცოტა ვინერვიულე და საკუთარ თავში ჩავიკეტე.

 

რამდენიმე დღე ცოტა შეშინებული ვიყავი, მაგრამ ოჯახის, მეგობრებისა და ექიმების დახმარებით, „გამოვძვერი“ და განწყობა დავიბრუნე.

 

როდესაც პალატიდან სასერინოდ გამოვდიოდი, პაციენტები მცნობდნენ. მათ დასანახად ვიცინოდი, ვესალმებოდი და ვეუბნებოდი, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა.

 

მესმის, რამდენად მნიშვნელოვანია, როცა ვინმე ერთხელ მაინც გეუბნება, ყველაფერი კარგად იქნებაო“, - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

 

 

big_banner
არქივი