logo_geo
სოფო კილაძე: თუ ბატონ მარგველაშვილს აქვს რაიმე კონკრეტული ფაქტი…
- +

23 ნოემბერი. 2016. 16:58


 




„ქართული ოცნების" განახლებული გუნდის წევრი, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე გაზეთ „პრაიმტაიმთან"ინტერვიუში, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გაკეთებულ განცხადებას შეეხო. მას მიაჩნია, რომ ქვეყანაში ნამდვილად არ არის ისეთი სიტუაცია, როგორიც პრეზიდენტმა აღწერა.


„ვფიქრობ, პრეზიდენტის ეს აქცენტი ნამდვილად არ იყო სწორი. დანაშაული შეიძლება მოხდეს ნებისმიერ ქვეყანაში, მათ შორის, განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყნებშიც, მთავარია ამაზე ადეკვატური რეაგირება.

 

თუ ბატონ მარგველაშვილს აქვს რაიმე კონკრეტული ფაქტი, ამაზე აუცილებლად უნდა მოხდეს რეაგირება, მაგრამ ასე, ზოგადად საუბარი ფაქტებისა და მტკიცებულებების გარეშე, არა მგონია, ობიექტური იყოს", - განაცხადა დეპუტატმა.

 

სოფო კილაძემ ასევე აღნიშნა, რომ მისი გუნდი აუცილებლად იმუშავებს ადამიანის დაცვის კუთხით კანონმდებლობის კიდევ უფრო დახვეწაზე.


„ცხადია, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ახალი კანონმდებლობა მაქსიმალურად დახვეწილი იყოს და არ იძლეოდეს რაიმე სუბიექტური ინტერპრეტაციების საშუალებას. მოგეხსენებათ, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვალდებულნი ვართ, მივიღოთ ახალი კანონმდებლობა", - დასძინა კილაძემ.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი