logo_geo
რეზო ამაშუკელი: რა უფლება აქვს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს, ჩვენს საშინაო საქმეებში ხელი აფათუროს?!
- +

11 მარტი. 2017. 13:52



„ჩვენი საქმე კაგად ვერ იქნება მანამ, სანამ აქ იქნება ელჩი იან კელი", - ამის შესახებ პოეტმა რეზო ამაშუკელმა „ასავალ-დასავალს" განუცხადა და საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.


„აღვირახსნილი გლობალიზაცია ემუქრება საქართველოს გადაგვარებით. მთელი მსოფლიო გაჟღენთილია ლიბერასტული ჩირქით და ისეა ამღვრეული ყველაფერი, მესამე მსოფლიო ომი მომწიფებულია!

 

მოვისმინე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება „რუსთავი-2"-ის სასამართლოსთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ გამიტყდა გული!

 

რა უფლება აქვს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკური შეფასება მისცეს, სააკაშვილის პარტიულ ტელევიზიას გადაეფაროს და ჩვენს საშინაო საქმეებში ხელი აფათუროს?! როგორც მონებს, ისე გვექცევიან!" - ამბობს ამაშუკელი.


მან იან კელის შესახებ გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ ქართველმა ხალხმა ხელისუფლება უნდა აიძულოს, რომ იან კელი „საქართველოდან მიაბრძანოს".


„ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც საქართველოში ამერიკის ელჩი არ შეიცვალა, ის არის, რომ ჩვენ უთავმოყვარეო ერი ვართ! დიახ, როგორც ჩანს, ქართველებს თავმოყვარეობის ნატამალი აღარ შეგვრჩა!" - აცხადებს ამაშუკელი. 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი