logo_geo
ნიკოლოზ მჟავანაძე: შეურაცმყოფელია იმაზე საუბარი, რომ „რუსთავი2“ ერთადერთი თავისუფალი მედიაა საქართველოში
- +

11 მარტი. 2017. 13:52


 


„ახალ თაობასთან" ინტერვიუში „უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძემ „რუსთავი2"-ის საქმეზე და ქვეყანაში მედიის როლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს ხელისუფლება მედიას არ ზღუდავს.


„სტრასბურგის სასამართლოში მისვლის უფლება ყველას აქვს, გამონაკლისი არც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრია. ნაციონალები მინდა დავამშვიდო, რომ ჯანელიძეს ევროსასამართლოს წევრებისთვის ქრთამი არ ჩაუტანია. არც სტრასბურგის სასამართლოა ის უწყება, ვინმეს რომ უთხრა, ჩვენ სასარგებლოდ გადაწყვიტე ესა და ეს საქმეო. სტრასბურგის სასამართლოზე გავლენას ვერავინ მოახდენს.

 

სტრასბურგში ნონა წოწორიას ყოფნა პატარა ამბავი არ არის. ეს ადამიანი ადეიშვილის მარჯვენა ხელი იყო. „რუსთავი2"- ის სარჩელი ევროსასამართლოს მეოთხე განყოფილებამ განიხილა. ამავე განყოფილებაშია წოწორიაც.

 

სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლე ხელწამოსაკრავი ნამდვილად არ არის. ამ ქალბატონს დღემდე აქვს ნოსტალგიები ყოფილი ხელისუფლების მიმართ. ნაციონალების სატელიტებმა რამდენიმე კვირის წინ სპეციალურად ჩააგდეს ახალი მოსამართლის კანდიდატურები, რომ იქ წოწორიას ყოფნის ვადა გაეხანგრძლივებინათ.

 

ამ ხელისუფლებას ყველაფერი შეიძება დააბრალო, მაგრამ მედიის შეზღუდვას ვერავინ დააბრალებს. ყველა იმას ლაპარაკობს, რაც უნდა. ხელისუფლებას ამის გაკეთება რომ ნდომოდა, აქამდეც გააკეთებდა.

 

ძალიან შეურაცხმყოფელია იმაზე საუბარი, რომ „რუსთავი 2" ერთადერთი თავისუფალი მედიაა საქართველოში. ამ ქვეყანაში, საბედნიეროდ, ძალიან ბევრი მედიასაშუალებაა, რომელიც ხელისუფლების ოპოზიციაშია, მაგრამ ისინი ნაციონალების დაკვეთებს არ ასრულებენ. ამ ტელებიზიებში ყველას იწვევენ, „რუსთავი 2"-ზე კი - მარტო ნაციონალები და მათი სატელიტებს.

 

ამ არხს რომ შეხედავ, იფიქრებ, ქვეყანა იქცევაო. მხოლოდ მკვლელობასა და გაუპატიურებაზეა საუბარი.

 

ეს ხელისუფლება ბევრ რამეში მოიკოჭლებს, მაგრამ ბევრ კარგ საქმესაც აკეთებს. ესეც უნდა გააშუქოს მედიამ, თუ მას ობიექტურობაზე აქვსა პრეტენზია", - აღნიშნა მჟავანაძემ. 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი