logo_geo
ზურა ყიფშიძე: ორ რუსულ სერიალზე ვამთავრებ მუშაობას...
- +

16 თებერვალი. 2020. 16:46

 

 

„ხელოვნებას კავშირი არ აქვს პოლიტიკასთან“, - ამის შესახებ მსახიობმა ზურა ყიფშიძემ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“  ინტერვიუში ისაუბრა.

 

„ორ რუსულ სერიალზე ვამთავრებ მუშაობას. ერთს „რუსსკი რაბ“ ჰქვია. ბორის გოდუნოვის ხანაა, მე ასირიელ მღვდელს ვთამაშობ. ჩემთან ერთად თამაშობენ „კორკოტა“, გიორგი გურგულია, მალხაზ აბულაძე, ირაკლი აფაქიძე... მეორე სერიალს მაზალო სახელი ჰქვია - „მირ, დრუჟბა, ჟვაჩკა“. 90-იანი წლების რუსეთში ქართველ მსახიობს ვანსახიერებ. პარალელურად „მოსფილმში“ ნიურნბერგის პროცესზე იწყებენ ფილმის გადაღებას, იოსებ ორბელის როლზე დამამტკიცეს.

 

ხელოვნებას კავშირი არ აქვს პოლიტიკასთან. 5 წელია სანქტ-პეტერბურგში ტარდება ქართული კინოს დღეები, რომელიც წელს შეჩერდა. არის ფესტივალი „ზოლოტოი ვიტიაზიც“, სადაც ქართული კინოს პროპაგანდას ეწევიან. იქ ყველა ტირის, როგორ მოგვენატრეთო. სულ თავს იმართლებენ, ეს იგრძნობა მათი ქცევით, ლაპარაკით“, - აღნიშნა ყიფშიძემ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი