„მანქანებს, ცოლებს, ძაღლებს უცბად ვერ ვიცვლი“, - ამის შესახებ მსახიობი ზურა ყიფშიძე გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში საუბრობს.
„ჩემი შვილი გიორგი სხვა ქალისგან ბავშვს ელოდება, ცოლად შეირთო უკვე. მისი ახალი რჩეული მსახიობი არაა. მას ენი ჰქვია და დღე-დღეზე ბავშვს ელოდებიან, ბიჭს. ენის, მგონი, ლონდონში ჰყავს ოჯახი, ქართველია. რამდენიმეჯერ შევხვდით. მათი გადაწყვეტილება ჩემი საქმე არ არის, ამიტომ ჩუმად ვარ. მე ასე არ შემიძლია - მანქანებს, ცოლებს, ძაღლებს უცბად ვერ ვიცვლი“, - აღნიშნა ყიფშიძემ.