logo_geo
ნანიკო ხაზარაძე: დიდი კომფორტი და ფუფუნებაა, როდესაც საქმეს ასეთ ახლობელ ადამიანთან ერთად აკეთებ
- +

17 თებერვალი. 2020. 17:08

 

გადაცემა რომ იწყება, ჩვენი საქმის პროფესიონალები ვხდებით და ის სენტიმენტები და ძაფები, რაც ჩვენს შორისაა, ცოტა ხნით პაუზდება.“ - ამის შესახებ ტელეწამყვანმა ნანიკო ხაზარაძემ, ჟურნალ „თბილისელებთან“ მეუღლეზე და პროფესიულ საქმიანობაზე საუბრისას აღნიშნა.

 

„მე და ჩემს მეუღლეს რადიოში გადაცემა ერთად მიგვყავს. ეს ალბათ ბევრისთვის მიუღებელი და დისკომფორტის შემქმნელია, მაგრამ ჩემს შემთხვევაში, ასე არაა.

 

ეთერში ორივე ძალიან კარგად ვგრძნობთ თავს. გადაცემა რომ იწყება, ჩვენი საქმის პროფესიონალები ვხდებით და ის სენტიმენტები და ძაფები, რაც ჩვენს შორისაა, ცოტა ხნით პაუზდება.

 

იქ მხოლოდ გადაცემის წამყვანები ვართ. მე ვფიქრობ, რომ დიდი კომფორტი და ფუფუნებაა, როდესაც საქმეს ასეთ ახლობელ ადამიანთან ერთად აკეთებ.

 

ნახევარ წელზე მეტია, ეთერში ვართ და ჯერ დისკომფორტი არ გვქონია“, - განაცხადა ნანიკო ხაზარაძემ.

 

big_banner
არქივი