logo_geo
ზურა ხაჩიძე: ხათუნას გადაწყვეტილი აქვს, ავადმყოფობის დამარცხების შემდეგ ეკოლოგიის პრობლემებთან ბრძოლაში გააქტიურდეს
- +

19 თებერვალი. 2020. 15:59

 

ხათუნას გადაწყვეტილი აქვს, ავადმყოფობის დამარცხების შემდეგ ეკოლოგიის პრობლემებთან ბრძოლაში გააქტიურდეს“, - ამის შესახებ ყოფილმა მომღერალმა, ამჟამად კი, სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილემ ზურა ხაჩიძემ ჟურნალ „სარკესთან“ მეუღლეზე საუბრის დროს განაცხადა.

 

შეგახსენებთ, რომ მომღერალ ზურა ხაჩიძის მეუღლეს, ხათუნა ჟორდანიას, აგვისტოში ექიმებმა ფილტვის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს.

 

ხათუნას გადაწყვეტილი აქვს, ავადმყოფობის დამარცხების შემდეგ ეკოლოგიის პრობლემებთან ბრძოლაში გააქტიურდეს.

მას არც დედის და არც მამის მხარეს არ ჰქონია სიმსივნესთან დაკავშირებული პრობლემები, ყველაფერი დღევანდელი კატასტროფული ეკოლოგიის შედეგია. თბილისი სავსეა უკატალიზატორო მანქანებით, რომლებიც ჩვენს შვილებს წამლავს“, - აღნიშნა ზურა ხაჩიძემ.

 

big_banner
არქივი