logo_geo
თამარ გვერდწითელი: თუნდაც საცოდავად იყურებოდე სარკეში, სცენზე მაინც დედოფალი ხარ
- +

19 თებერვალი. 2020. 16:43

 

„როცა დამწყები არტისტი ხარ, გჯერა, რომ ყველაფერს მოასწრებ, იდეალური იქნება ყველა სფეროში“, - ამის შესახებ მომღერალმა თამარ გვერდწითელმა, „იმედის“ ეთერში, გია ჯაჯანიძის შოუში პირად ცხოვრებასა და კარიერაზე საუბრისას დროს აღნიშნა.

 

„მსახიობ ქალებს ყოველთვის უნდათ, შეათავსონ თავიანთი წარმატება და დიდება ოჯახურ ცხოვრებასთან, მაგრამ ეს მხოლოდ ორ-სამს თუ ძალუძს.

 

ეს ილუზიები ახალგაზრდობას თან მიაქვს.

როცა დამწყები არტისტი ხარ, გჯერა, რომ ყველაფერს მოასწრებ, იდეალური იქნება ყველა სფეროში. მერე კი ვხდებით, რომ ეს ყველაფერი ერთად არასოდეს გექნება.

 

შენს დიდებას, შრომას, შრომას, რეპეტიციებს ვერ გაექცევი, რადგან ეს ერთადერთი სფეროა, სადაც დედოფალი ხარ. თუნდაც საცოდავად იყურებოდე სარკეში, ის სამი საათი სცენაზე მაინც დედოფალი ხარ“, - აღნიშნავს თამრიკო გვერდწითელი.

 

big_banner
არქივი