logo_geo
ლელა წურწუმია მეუღლეზე: ჩვენს ცოლქმრობასა და საქმიან ურთერთობაში ზღვარი წაიშალა
- +

19 თებერვალი. 2020. 17:33

 

„მამულიჩა საქმეში ძალიან მომთხოვნი, მკაცრი და საქმიანია. ძალიან ნიჭიერია და ბედნიერი ვარ, რომ ეს ადამიანი გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში“, - ამის შესახებ მომღერალმა ლელა წურწუმიამ, ჟურნალ „სარკესთან“ მეუღლეზე, კახა მამულაშვილზე საუბრისას აღნიშნა.

 

„ჩემს ცხოვრებაში მამულიჩა ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა. გარდა იმისა, რომ ჩვენ პირადი ურთიერთობა გვაქვს, ის ჩემი საუკეთესო პარტნიორია საქმეში. ჩვენს ცოლქმრობასა და საქმიან ურთერთობაში ზღვარი წაიშალა.

 

ქართულ რეალობაში პირველი პრეცედენტი იყო, როდესაც მომღერალმა პროდიუსერი აიყვანა და ეს ტანდემი ამდენი წელი გრძელდება.

 

მამულიჩა საქმეში ძალიან მომთხოვნი, მკაცრი და საქმიანია. ძალიან ნიჭიერია და ბედნიერი ვარ, რომ ეს ადამიანი გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში.

 

ნახევრად ხუმრობით ვამბობ ხოლმე, მგონი, საერთოდ ერთად დავიბადეთ-მეთქი. დღეს უკვე ერთი სხეული ვართ“, - განაცხადა ლელეა წურწუმიამ.

 

big_banner
არქივი