logo_geo
ზურაბ შარია: მამაჩემს ვუთხარი, რომ ჩემგან წასვლა ვაპატიე
- +

19 თებერვალი. 2020. 18:56

 

„მამის გამო სიამაყის გრძნობა სულ პატარაობიდან მქონდა“, - ამის შესახებ ქართველმა მსახიობმა ზურაბ შარიამ, ჟურნალ „სარკესთან“ მამაზე და ბავშვობაზე საუბრისას აღნიშნა.

 

„2 წლის ვიყავი, მამა რომ საქართველოდან წავიდა. მოგეხსენებათ, რა ეპოქა იყო. როცა პარიზში დარჩენა გადაწყვიტა, იმავე დღეს სამშობლოს ღალატის ბრალდებით კრემლში დახვრეტა მიუსაჯეს 681-ე მუხლით.

 

1990 წელს შევხვდით ერთმანეთს. მაშინ პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ მოიწვია. მანამდე ვერც ჩამოვიდოდა.

 

იცით, ჩემი ბავშვობა როგორი იყო? რაც თავი მახსოვს, სულ გვისმენდნენ. „კაგებე“ თუ სუკ-ი სულ ჩვენს სატელეფონო ხაზზე ისხდნენ და შესაბამისად რთული ბავშვობა მქონდა.

უფრო მეტი ყურადღების ქვეშ ვიყავი, ვიდრე სხვა. ყველაფერზე შეზღუდვა მქონდა, მაგრამ მერე ამასაც ეჩვევი და გგონია, რომ ასე უნდა იყოს, რადგან ბავშვი ხარ.

 

მახსოვს მერე მამაჩემს ვუთხარი, ერთადერთი ვარ, ვისაც შენი გამტყუნება შეუძლია, მაგრამ გაგამართლე, ჩემგან ეს სასჯელი მოხსნილი გაქვს-მეთქი. ბავშვობაში კი იყო სხვაგვარად, მაგრამ ის ბავშვის აზრები იყო.

 

მამის გამო სიამაყის გრძნობა სულ პატარაობიდან მქონდა. მამამ თავად მითხრა, მაშინ საქართველოდან რომ არ წავსულიყავი, კარგა ხნის გალოთებული ან მკვდარი ვიქნებოდიო“, - განაცხადა ზურაბ შარიამ.

 

big_banner
არქივი