logo_geo
მარიკო სადრაძე: რა კავშირშია ანიტას თვალებში სიკვდილი, გლოვა
- +

20 თებერვალი. 2020. 00:24

ანიტას მშობლები "სხვა ნანუკას შოუში" მივიდნენ, სადაც მშობლებმა პირველი სატელევიზო კომენტარი გააკეთეს.

როგორც ანიტას დედამ მარიკო სადრაძემ გადაცემაში თქვა, მხოლოდ საქართველოში შეუძლია ხალხს ესე დაუდგეს გვერდით ადამიანებს.

"უბრალოდ ვარ ბედნიერი, იმისთვის, რომ ღმერთმა ამომირჩია ანიტას დედად. მე ვარ ამაყი, რომ ვარ ანიტას დედა. ანიტას ფენომენი დღემდე ვერ ამოვხსენი, ანიტას თვალებმა მთელი სამყარო დაიტია, რა კავშირშია ამ ბავშის თვალებში სიკვდილი, გლოვა ვიზირებ შენ მწუხარებას.... არაფერ კავშირში არ იტიროთ ხალხო. ანიტასთან კავშირშია მხოლოდ სიყვარული და სიკეთე. ანიტამ გააერთიანა მთელი საქართველო. ანიტამ დამავალა მისი სახელით ვაკეთო ბევრი სიკეთე და მე ამისთვის მზად ვარ" - თქვა ანიტას დედამ მარიკო სადრაძემ გადაცემაში.

ანიტას მამა კი, იმ მშობლებს რომლებიც ამ გზას ახლა გადიან ურჩევს ბავშვს არ დაანახონ ის პრობლემები რის წინაშეც მათ მშობლებს უწევს დგომა.

"რაც შეიძლება მეტი სიხარული მიანიჭეთ ბავშვებს", - ამბობს ანიტას მამა.

2 წლის ანიტა ფაცაცია ინდოეთის კლინიკაში გარდაიცვალა. ის ბოლო რამდენიმე თვე დილატაციურ კარდიომიოპათიას ებრძოდა.

დილატაციური კარდიომიოპათია გულის კუნთის დაავადებაა, რომელიც ძირითადად გულის მთავარ საკანში ყალიბდება (მარცხენა პარკუჭი). მარცხენა პარკუჭი იწელება და თხელდება, შედეგად მას არ შეუძლია გადატყორცნოს იგივე რაოდენობის სისხლი, რაც ჯანმრთელ გულს შეუძლია.

big_banner
არქივი