logo_geo
გიორგი ტაბიძე: არ მომწონს, როდესაც გოგონები ზედმეტად აქტიურობენ
- +

20 თებერვალი. 2020. 15:08

 

 

„არ მომწონს, როდესაც გოგონები ზედმეტად აქტიურობენ“ , - ამის შესახებ მსახიობმა გიორგი ტაბიძემ ჟურნალ „გზასთან“ საუბრისას აღნიშნა.

 

„ძალიან ვაფასებ და მომწონს, როდესაც გოგოს თვალის განსხვავებული ფერი ან ჭრილი აქვს.

 

საქციელს რაც შეეხება, არ მომწონს, როდესაც ზედმეტად აქტიურობენ. სურთ, ყურადღების ცენტრში იყვნენ, ოღონდ - ამას ზემდეტად აკეთებენ. ჩემს ყურადღებას ეს ნამდვილად იქცევს, მაგრამ უარყოფითი თვალსაზრისით.

 

სკოლის პერიოდში გოგონებში პოპულარული ვიყავი. ჩანთაში წერილები ბევრჯერ დამხვედრია - ინკოგნიტო თაყვანისმცემელი ვარ და აბა, ჩემს ვინაობას თუ მიხვდებიო? წერილი სახლთანაც დამხვედრია.

 

მოკლედ, უკან დამყვებოდნენ.  ბევრი შემთხვევა ყოფილა, როცა გოგონა პირდაპირ მოსულა და უთქვამს: აღარ შემიძლია. მინდა, ჩემი გრძნობები გაგიმხილოო. ვფიქრობ, გოგონებს გარეგნობის გამო უფრო მოვწონდი, რადგან ხშირად მეუბნებიან - სიმპათიური ხარო“ , - აღნიშნავს გიორგი ტაბიძე.

 

 

big_banner
არქივი