logo_geo
რა შეუძლიათ „ჭკვიან კამერებს“? - შალვა ხუციშვილის განმარტება
- +

23 ნოემბერი. 2016. 17:25



შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში ამბობს, რომ „ჭკვიანი კამერების" ჩვეულებრივ სათვალთვალო კამერებთან შედარებაც კი არ შეიძლება. მისი თქმით, ახალ კამერებს ექნებათ ისეთი ფუნქციები, როგორიცაა სახის ამოცნობა, ქცევის დეტექცია და ა.შ.


„ჭკვიანი კამერების" ჩვეულებრივ სათვალთვალო კამერებთან შედარებაც კი არ შეიძლება. ახალი კამერები აღჭურვილია სხვადასხვა ტიპის ანალიტიკური პროგრამით: სახის ამოცნობა, ავტომობილის ნომრის ამოცნობა, ქცევის დეტექცია (ჩხუბი, გაქცევა, წაქცევა და ა.შ.), მიტოვებული ნივთის ამოცნობა, იარაღის გასროლის დეტექცია... მაგალითად, კონკრეტული ძებნილი პირის ან ავტომობილის, ან საეჭვო ქცევის თუ სროლის ხმის დაფიქსირებისას, კამერა ავტომატურად აძლევს განგაშის სიგნალს ცენტრის ოპერატორს, რომელიც წამებში უკავშირდება და გადასცემს უახლოეს ტერიტორიაზე მყოფ პოლიციელს ყველა საჭირო ინფორმაციას! ანალიტიკური პროგრამებით აღჭურვილი ვიდეოკამერები გახდება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის შეუცლვლელი კომპონენტიც!" - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.


 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი