logo_geo
ანა მჭედლიძე: სერიალში ჩემი პროფესია და ჰობი იდეალურად „შეიკრა“
- +

21 თებერვალი. 2020. 16:37

 

თამუნა ცხადია, თავიდანვე ციდან ვარსკვლავებს ვერ მოწყვეტს, მაგრამ სურვილი და იმედი რომ აქვს, ყველაფერი კარგად წარიმართოს, მგონია, ყველაფერი გამოუვა“ , - ამის შესახებ მსახიობმა ანა მჭედლიძემ ჟურნალ „გზასთან“ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ საკუთარ პერსონაჟზე საუბრისას აღნიშნა.

 

მისი პერსონაჟი ქმრისაგან თითქმის მიტოვებული თამუნა უცბად საქმიანი ქალი გახდა და ცდილობს, ფეხბურთის გუნდის პრეზიდენტობასაც გაართვას თავი.

 

„თამუნა დიასახლისი იყო. უცბად, კომპანიის „ბათე ჯენერალსის“ პრეზიდენტი გახდა.

ამას ფეხბურთის გუნდის პრეზიდენტობა დაემატა. მოკლედ, უცბად ორი დიდი საქმე ჩაიბარა.

 

ცხადია, თავიდანვე ციდან ვარსკვლავებს ვერ მოწყვეტს, მაგრამ სურვილი და იმედი რომ აქვს, ყველაფერი კარგად წარიმართოს, მგონია, ყველაფერი გამოუვა.

 

ვფიქრობ, საქმეს გაუმკლავდება, რადგან ეს ძალიან უნდა.

 

ხომ ჩანს კიდეც, არა? სერიალში ჩემი პროფესია და ჰობი იდეალურად „შეიკრა“, გაერთიანდა. თავად მეც ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი ვარ, ამიტომ სერიალში სიუჟეტის ბოლოდროინდელი განვითარებით კმაყოფილი ვარ.

 

თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ რეალურ ცხოვრებას რაც შეეხება, არ ვიცი - მხოლოდ სურვილი საკმარისი არ არის. სხვა უნარებიც საჭიროა. ამიტომ ვერ გეტყვით, თავს გავართმევდი თუ არა“, - განაცხადა ანა მჭდლიძემ.

 

 

big_banner
არქივი