logo_geo
ირმა სოხაძე: რეზომ რომ ცოლად მომიყვანა, სამმა გოგომ თავი მოიწამლა
- +

25 თებერვალი. 2020. 18:56

 

„რეზო ისეთი პოპულარული იყო, ვერც მოვძებნი ანალოგს დღევანდელ შოუბიზნესში“ , - ამის შესახებ მომღერალმა ირმა სოხაძემ, ჟურნალ „თბილისელებთან“ მეუღლეზე რეზო ასათიანზე საუბრისას აღნიშნა.

 

მან  საკუთარი ქორწინების ამბებიც გაიხსენა.

 

 

„16 წლის ვიყავი, რეზო რომ გავიცანით. გერმანიაში ვიყავით. მამა იყო დელეგაციის ხელმძღვანელი, ჩვენ კი ვმღეროდით. იქიდან უკვე მწარედ შეყვარებული ჩამოვედი, მაგრამ ვმალავდი.

 

ჩვენთან ყოველ მეორე დღეს სუფრა იშლებოდა და სხვებთან ერთად, რეზოც მოდიოდა. მამაჩემი გიჟდებოდა მასზე და არაფერი საწინააღმდეგო არ ჰქონდა. მამას რეზო შვილივით უყვარდა.

 

მაშინ რეზო ისეთი პოპულარული იყო, ვერც მოვძებნი ანალოგს დღევანდელ შოუბიზნესში. მე რომ ცოლად მომიყვანა, სამმა გოგომ თავი მოიწამლა. ძალიან უყვარდათ. კარგი ბიჭი იყო, სიმპათიური, მაღალი.

 

ყველაფერი კარგად გამოსდიოდა, გიტარა, ანეკდოტები, სუფრა, თამადობა. ფენომენური იუმორი აქვს.

 

ბევრი ისეთი თვისებაც აქვს, მე რომ არ მიყვარს, მაგრამ ისეთი იუმორი აქვს, ყველაფერს გამოისყიდის“, – აღნიშნავს მომღერალი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი