logo_geo
თორნიკე რიჟვაძე: მეციტრუსეობა და მეთამბაქეობა კონკურენტუნარიანი უნდა გავხადოთ
- +

26 თებერვალი. 2020. 00:18

 

 

„დასახული გვაქვს ამოცანა, რომ ტრადიციული დარგები, როგორებიცაა მეციტრუსეობა და მეთამბაქეობა, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით კონკურენტუნარიანები გავხადოთ და შიდა ბაზარზე არსებული მზარდი მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ, - ამის შესახებ გადაცემაში „SWOT ანალიზი“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

 

„ისეთი ტრადიციული დარგები, როგორც მეციტრუსეობა და მეთამბაქეობაა, ჩვენი მოსახლეობის შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენდა, და, სამწუხაროდ, ე.წ. გეგმურ ეკონომიკებში ეს დარგები ისე განვითარდა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები ახლა ნაკლებად გამოიყენება. ამ დარგების პროდუქტიულობა და კონკურენტუნარიანობა არ არის ისეთი მაღალი, როგორიც ჩვენ გვსურს, მაგრამ ტარდება მთელი რიგი ღონისძიებები, რათა ეს დარგები მეტად განვითარდეს. ჩვენ დასახული გვაქვს ამოცანა, რომ ეს ტრადიციული დარგები თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით კონკურენტუნარიანები გავხადოთ და შიდა ბაზარზე არსებული მზარდი მოთხოვნა დაკმაყოფილდეს, რაც მოსახლეობას დამატებით შემოსავალს მოუტანს.

 

აჭარის მოსახლეობა, განსაკუთრებით ახალგაზრდობა გამოირჩევა შრომისმოყვარეობით და ჩვენ ვხედავთ დიდ სურვილს ახალი დარგების დაუფლების თვალსაზრისით. პროფესიულ სასწავლებლებში მიმართვიანობა გაზრდილია და ეს ეხება არა მხოლოდ ბათუმს, არამედ სხვა მუნიციპალიტეტებსაც“, - განაცხადა რიჟვაძემ.

 

 

big_banner
არქივი