logo_geo
გადამდებია თუ არა კორონავირუსი თვითმფრინავში
- +

28 თებერვალი. 2020. 19:18

 

 

დაავადებათა კონტროლის ცენტრი იმ ადამიანებს იკვლევს, რომელთანაც კორონავირუსით დაავადებულ ადამიანს ჰქონდა კავშირი. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC), საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკებზე მზადყოფნისა და რეაგირების სამმართველოს უფროსმა ანა კასრაძემ ტვ “პირველის“ ეთერში განაცხადა.

 

 

მისი თქმით, თვითმფრინავში გადაცემის რისკი ნაკლებია, რადგან ვენტილაციის სისტემა მაღალია. ანა კასრაძის განცხადებით, თვითმფრინაბვის შიგნით გადაცემის შემთხვევების შესახებ ცნობა აქამდე არ არსებობს, ფრენის შემდეგ გავრცელების - კი .

 

 

რაც შეეხება პაციენტს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ანა კასრაძის განმარტებით, ის აეროპორტიდან თავისი ავტომობილით მგზავრობდა.

 

 

„არსებული ინფორმაციით, ეს ადამიანი მგზავრობდა ავტომობილით და არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით, რაც ამცირებს რისკებს. როცა მიმართა სამედიცინო დაწესებულებას, მას ჰქონდა მსუბუქი სიმპტომები, თვითდინებით მივიდა და აეროპორტიდან არ გადაუყვანიათ“, - განაცხადა ანა კასრაძემ.

 

 

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, დაავადებული საქართველოს მოქალაქეა, რომელიც 26 აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. საუბარია 50 წლის კაცზე. პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მეორე შემთვევა კი - 28 თებერვალს. ის 31 წლია ქალია, რომელიც იტალიიდან ქუთაისში ჩაფრინდა.

 

 

ქვეყნის ყველა აეროპორტი გაძლიერებული კონტროლის რეჟიმზეა გადასული.

 

 

საქართველომ პრევენციის მიზნით ჩინეთთან პირდაპირი ფრენები შეწყვიტა. ვირუსის ირანში გავრცელების შემდეგ კი, 23 თებერვალს, ამ ქვეყნიდან საქართველოში და პირიქით, ფიზიკური პირების გადაადგილება შეიზღუდა.

 

 

ასევე არ გამორიცხავენ მეზობელ ქვეყნებთან სახმელეთო საზღვარზე გადაადგილების შეზღუდვას.

 

 

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

 

 

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს. საქართველოში ვირუსის გავრცელების შანსი მინიმალურია.

 

 

big_banner
არქივი