logo_geo
არქიმანდრიტი: ზიარება ყველა ადამიანისთვის მადლია და არა ეპიდემიის გადამდები
- +

2 მარტი. 2020. 02:14

 

 

„ეს არის უფლის სისხლი და ხორცი და თავისთავად საკურნებელია სულისა და ხორცისა და არა რაღაც ეპიდემიების გადამდები“, - ამის შესახებ არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა ზიარების წესთან დაკავშირებული საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

 

 

„ატყდა აჟიოტაჟი ზიარებასთან დაკავშირებით. არანაირი საშიშროება არ არსებობს. საშიშროება კი არა დიდი მადლია ყველა ადამიანისთვის ზიარება და ნურასდროს შეეშინდებათ, ღმერთი ჩვენთან არის. ეს არის უფლის სისხლი და ხორცი და თავისთავად საკურნებელია სულისა და ხორცისა და არა რაღაც ეპიდემიების გადამდები“, - განუცხადა „ქრონიკას“ არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა.

 

 

ამ თემაზე დღეს მეუფრე გრიგოლმა ისაუბრა და განმარტა, რომ პანდემიის შემთხვევაში, შეიძლება, საზიარებლად ერთჯერადი კოვზების გამოყენება, რომელიც შემდეგ დაიწვება.

 

 

28 თებერბალს კი საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ეწერა, რომ ზიარებისთვის ერთი კოვზის გამოყენების პრაქტიკა ათასწლოვან ისტორიას ითვლის და ამ ხნის განმავლობაში არაერთხელ ჰქონდა ადგილი სხვადასხვა სახის სიცოცხლისათვის საშიში ინფექციის გავრცელებას.

 

 

big_banner
არქივი