logo_geo
„დანაშაული არა მხოლოდ საპატრიარქოს, სახელმწიფოს წინააღმდეგ ორგანიზებულად უნდა შეირაცხოს“
- +

13 მარტი. 2017. 12:39



მამა ალექსანდრე გალდავამ „კვირის პალიტრასთან" ე.წ. ციანიდის საქმეზე საუბრისას აღნიშნა, რომ თუ დეკანოზ გიორგი მამალაძის ბრალეულობა დამტკიცდება, დანაშაული არა მხოლოდ საპატრიარქოს, არამედ სახელმწიფოს წინააღმდეგ ორგანიზებულად უნდა ჩაითვალოს.


„პირადად მე და უამრავ სასულიერო პირს სურს, ე.წ. ციანიდის საქმის გამოძება პროკურატურამ ბოლომდე მიიყვანოს. რაც უნდა მაღალი იერარქიის სასულიერო პირები იყვნენ გარეული, საპატრიარქოს გარშემო არსებული ინტრიგები ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს.  თუ მართლაც ბრალეულობა დადასტურდება, დანაშაული არა მხოლოდ საპატრიარქოს, სახელმწიფოს წინააღმდეგ ორგანიზებულად უნდა შეირაცხოს.

 

თუ დანაშაული დამტკიცდება, დარწმუნებული ვარ, ის მარტო არ მოქმედებდა. გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში ხომ თავადაც მრავლობით რიცხვში ლაპარაკობს. თუ ოდნავ ლოგიკასაც მოვიშველიებთ, სასულიერო პირისთვის მსგავსი მასშტაბის დანაშაულის ორგანიზებასა და განხორციელებას აზრი არ აქვს, თუ მასზე იერარქიით მაღლა მდგომისგან არა აქვს მხარდაჭერა და ამასთან, გარანტია, რომ კარიერულად წინ წაიწევს.

 

ჩემი აზრით, თუ დეკანოზი დამნაშავეა, მხოლოდ შორენა თეთრუაშვილის განეიტრალება არ უნდა ყოფილიყო მიზანი - მისი მკვლელობა  ვერაფერს შეცვლიდა პროცესების ორგანიზატორებისთვის. ხაზგასმით ვამბობ, ამ ვერსიაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში ვსაუბრობ, თუ დანაშაული რეალურად დამტკიცდა, თან კიდევ ერთი დეტალია -გავრცელებულ ჩანაწერში დეკანოზი აცხადებს, ის ტკბილს ერიდებაო, არადა, შორენა ტკბილს ნამდვილად მიირთმევს. სავარაუდოდ, დეკანოზი სხვა პირზე ლაპარაკობს", - აცხადებს მამა ალექსანდრე გალდავა.

 

 



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი