logo_geo
„რამდენად მტკივნეულიც არ უნდა იყოს, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში შევა…”
- +

14 მარტი. 2017. 01:27



განათლებისა და მეცნიერების მინისტრამა ალექსანდრე ჯეჯელავამ „რუსთავი 2"- ის საქმესთან დაკავშირებით  გაზეთ ,,კვირის პალიტრასთან" მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.


,,უნდა გავითვალისწინოთ, რომ სტრასბურგის შვილი მოსამართლის განსხვავებული გადაწყვეტილება იმ ერთ მოსამართლეზე მნიშვნელოვანი დარტყმა იქნებოდა, ანუ გამოვიდოდა რომ სტრასბურგი ,როგორც უმნიშვნელოვანესი ინსტიტუცია დაუბალანსებელ გადაწყვეტილებებს იღებს.

 

ნებისმიერი თავმოყვარე ინსტიტუცია კარგად დაფიქრდება სანამ ერთ დღეს ერთ გადაწყვეტილებას მიიღებს მეორე დღეს განსხვავებულს. მოგეხსენებათ სტრასბურგს ქიბარ ხალვაშმა ქონებრივი უფლებების დარღვევის სარჩელით 10 წლის წინ მიმართა, თუმცა ამას რეაგირება არ მოჰყოლია, როგორც ჩანს სტრასბურგმა ჩათვალა, რომ ქონებრივი ნაწილი აქტუალური არ იყო ,რადგან ძირითადად ადამიანის უფლებების დაცვაზეა ორიენტირებული.

 

თუმცა წლების წინ ბიზნესმენს ქონება დაუწვეს და ქვეყნიდან გააქციეს. მთელ ამ პროცესში მთავარი მაინც ის არის, რომ სახლემწიფო დემოკრატიულ გარემოში ცხოვრებას სწავლობს.

 

მეორე მხრივ უამრავი გაკვეთილი მივიღეთ, როგორ უნდა ვიმოქმედოთ, აბსოლუტურად უპრინციპო პოლიტიკური ოპონენტების შემთხვევაში რათა მათ არ დავემსავსოთ, რამდენად მტკივნეულიც უნდა იყოს, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში შევა თუმცა არც კი განიხილება სტრასბურგის სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე ხელისუფლებამ მის აღსრულებას იფიქროს.

 

ეს იმით არის განპირობებული ,რომ ჩვენი ევროპული კურსი შეუქცევადია, პარალელურად ყველამ იცის რომ რუსთავი2 თავისუფალი მედია სულაც არ არის და ყველაზე კონტროლს დამორჩილებული ტელევიზიაა, ვიცით რომ სააკაშვილი ყოველდღიურად პირადად განიხილავს და დეტალურად ერკვევა გადაცემების შინაარსში რ2 თანამშრომლებთან ერთად",- აცხადებს ჯეჯელავა.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი