logo_geo
კახა კალაძემ პაოლო მალდინის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა
- +

22 მარტი. 2020. 21:39

 

 

კახა კალაძემ იტალიაში კორონავირუსის გამო შექმნილ მდგომარეობაზე ისაუბრა. შესაბამისი განცხადება თბილისის მერმა „პოსტ-ტვ-ს“ ეთერში განაცხდა. მან აღნიშნა, რომ ყოველდღიურად აქვს კომუნიკაცია იტალიაში მყოფ მეგობრებთან და თავისი ყოფილი თანაგუნდელის, პაოლო მალდინის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ისაუბრა, რომელსაც კორონავირუსი აქვს.

 

 

„დღეს მქონდა კომუნიკაცია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის კარგი, უკეთესობისკენ და უკეთესად გრძნობს თავს. ზოგადად, თვითონ იტალიას რაც შეეხება, მთელი საზოგადოება შეშინებულია, საყოველთაო კარანტინია გამოცხადებული. მილანი და მილანის შემოგარენი, ანუ ლომბარდიის, რეგიონი მთლიანად არის დაკეტილი. ყველაზე მძიმე მდგომარეობა, შეიძლება ითქვას, სწორედ ამ რეგიონში არის და ექიმები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ რაც შეიძლება დროულად მოხდეს ადამიანების გამოჯანმრთელება, თუმცა ძალიან ბევრია დაინფიცირებულების რიცხვი“, – განაცხადა კალაძემ.

 

 

big_banner
არქივი