logo_geo
კოკა ყანდიაშვილი: მთავრობის გადასაწყვეტია, შესრულდება თუ არა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება
- +

14 მარტი. 2017. 11:18



„საზოგდოებამ უნდა იცოდეს, რომ გადაწყვეტილებას, რომელიც უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ გამოიტანა, ვერაფერი შეცვლის, მათ შორის, სტრასბურგიც!" - ამის შესახებ ჟურნალისტმა კოკა ყანდიაშვილმა „ასავალ-დასავალს" განუცხადა და „რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. როგორც ყანდიაშვილი აღნიშნავს, „რუსთავი 2"-მა ევროსასამართლოს ტყუილი ინფორმაცია მიაწოდა.


„ისევ და ისევ „რუსთავი 2"-ის აფერისტობასთან გვაქვს საქმე. ევროსასამართლოს ტყუილი ინფორმაციები მიაწოდეს და როგორც წესიერმა ორგანომ, იფიქრა - ქვეყანა ინგრევა და სანამ ყველაფერში გავერკვევით, აღსრულება შევაჩეროთო. სტრასბურგის სასამართლომ რჩევა მისცა საქართველოს მთავრობას, რომ არ აღასრულოს დიდი პალატის გადაწყვეტილება მანამ, სანამ სასამართლო არ გაერკვევა, რაშია საქმე. რაც შეეხება ვადას, იქ წერია არა სიტყვა უვადო, არამედ მომავალ შეტყობინებამდე, რაც აბსოლუტურად სხვადასხვა რამ არის. სადაც იმას ამბობენ, „რუსთავი 2" ერთადერთი ტელევიზიაა და სიტყვის თავისუფლება ილახებაო, ამას ვეღარ იცრუებდნენ თუ რა?

 

ამ შემთხვევაში ხელისუფლება არის მხარე, ხოლო თუ ევროსასამართლოს კოდექსის რომელიმე მუხლში ეჭვი შეეპარება, მაქსიმუმ შეუძლიათ, მიგვითითონ ან ჯარიმა დაგვაკისრონ. საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია, შესრულდება თუ არა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება", - განაცხადა ყანდიაშვილმა. 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი