logo_geo
„საზოგადოება შეიტყობს, ვინ და რატომ დააყენა მელიქიშვილის გამზირზე გურამ შარაძის სისხლის ტბა!“
- +

23 ნოემბერი. 2016. 21:01



აკადემიკოს გურამ შარაძის შვილი რუსუდან შარაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში ამბობს, რომ მამამისის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით იმედიანად არის, რადგან აშკარად ხედავს პროკურატურის მონდომებას. მისი თქმით, გამოჩნდნენ მოწმეები, რომელებიც გურამ შარაძის მკვლელობის საქმეს თავდაყირა დააყენებენ.

 

„დღეს უფრო იმედიანად ვარ. ბოლოს და ბოლოს, საზოგადოება შეიტყობს სიმართლეს - ვინ და რატომ დააყენა მელიქიშვილის გამზირზე გურამ შარაძის სისხლის ტბა.  არ შემიძლია, არ დავინახო პროკურატურის მონდომება. საქმეში ახალი მოწმეები გამოჩნდნენ, რომელთა ჩვენებებიც ადასტურებს, რომ გიორგი ბარათელი 2007 წლის 20 მაისს, საღამოს, შანიძის ქუჩაზე, განსხვავებულ დროსა და მდგომარეობაში იმყოფებოდა. მათი ჩვენებები თავდაყირა დააყენებს მამაჩემის მკვლელობის საქმეს!" - განაცხადა რუსუდან შარაძემ.

 

რუსუდან შარაძემ აქვე დასძინა, რომ მოწმეები თავს არიდებენ გამოძიებასთან თანამშრომლობას.

 

„თუმცა, მარტო პროკურატურას ვერ მოსთხოვ პასუხს, რადგან მოწმეები თავად არიდებენ თავს გამოძიებასთან თანამშრომლობას. ყველაზე გულსატკენი და მტკივნეული ის არის, რომ პირადი ნაცნობები, რომლებმაც მკვლელობიდან ძალიან მალე გამაცნეს მნიშვნელოვანი დეტალები, დღეს უარს ამბობენ გამოძიებასთან თანამშრომლობაზე. „ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ვემუდარები, თქვან ის, რაც საკუთარი თვალით ნახეს, მაგრამ...

 

სხვათაშორის, ერთ-ერთი პიროვნება, რომლის მძღოლიც მამაჩემის მკვლელობას პირდაპირ შეესწრო, ძალიან ცნობილი პოლიტიკოსია. მკვლელი, რომელიც ამ კაცმა ნახა, გიორგი ბარათელი არ არის, მაგრამ როცა ვთხოვ, გამოძიებას სიმართლე მოუყვნენ, ამბობენ, რომ ჩემთვის მსგავსი რამ არ მოუყოლიათ. ასეთი მოწმე არაერთია.

 

მემუარებს მაინც დავწერ და შთამომავლობას შემოვუნახავ მათ სახელებს, რომლებმაც ჩემი ხვეწნა-მუდარის მიუხედავად, უარი თქვეს, გურამ შარაძის მკვლელობის საქმის გახსნაში თუნდაც ერთი აგური დაედოთ!" - განაცხადა რუსუდან შარაძემ.


 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი