logo_geo
ნორა კვიციანი: ოქრუაშვილმა ბრძანება გასცა - ემზარ კვიციანისა და ბაჩო არღვლიანის ნასახლარიც არ უნდა იყოსო!
- +

23 ნოემბერი. 2016. 22:02



სოფელ აჟარის ყოფილი გამგებელი ნორა კვიციანი სააკაშვილის რეჟიმის დროს უსაფუძვლო ბრალდებებით დაიჭირეს და ციხეში ჩასვეს. რეჟიმის შეცვლიდან 4 წლისთავზე პროკურატურამ დაადგინა, რომ ის უდანაშაულოა. ნორა კვიციანი „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ ის სააკაშვილის რეჟიმის მძევალი იყო და იმ ბრალდებებზე საუბრობს, რის გამოც დაიჭირეს.

 

„რეალურად, ჩემი დაკავების მიზეზი კოდორის ხეობის რუსეთისთვის ჩაბარება იყო, რაშიც მე და ჩემი ოჯახი სააკაშვილს ხელს ვუშლიდით. დიახ, მთელი ეს წლები, მე, ნორა კვიციანი სააკაშვილისა და მისი გუნდის მძევალი ვიყავი!", - ამბობს ნორა კვიციანი.

 

მისი თქმით, ისინი ხეობას არ თმობდნენ და გაუსაძლის პირობებში მოუწიათ ტერიტორიის შენარჩუნება.


„კოდორის ხეობას არ ვთმობდით. გაუსაძლის პირობებში რამდენიმე წელი შევინარჩუნეთ ტერიტორია. ხან ტერაქტებს გვიწყობდნენ, ხან გაერო-ს წარმომადგენლებს გაიტაცებდნენ და ჩვენ გვაბრალებდნენ, ხან „კავკასიონის" ხაზებს წყვეტდნენ, ბოლოს, ვერაფრით რომ ვერ შეგვაშინეს, ჯარი შემოგვისიეს და პირად შურისძიებაზე გადავიდნენ. მაშინდელმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა პირდაპირ გასცა ბრძანება - ემზარ კვიციანისა და ბაჩო არღვლიანის ნასახლარიც არ უნდა იყოსო!" - განაცხადა ნორა კვიციანმა „ასავალ-დასავალთან" საუბარში. 


 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი