logo_geo
გიორგი გახარია: ჩვენი მენეჯმენტის ძირითადი კომპონენტი არის სწრაფი და დროული ნაბიჯები
- +

1 აპრილი. 2020. 23:41

 

 

 

„ერთმნიშვნელოვნად შემიძლია ვთქვა, რომ ნაბიჯები იყო დროული. ასევე, შემიძლია ვთქვა, რომ ეს ნაბიჯები შეიძლება ყოფილიყო კიდევ უფრო ეფექტური,“- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია „იმედზე“, გადაცემა - „ღია ეთერში“ განაცხადა.

 

 

მისივე თქმით, მთავრობის მენეჯმენტის ძირითადი კომპონენტი არის სწრაფი და დროული ნაბიჯები.

 

 

„ხანდახან ისმის კითხვა, როგორ ვახერხებთ ჩვენ დღეს ამას, ამ ეტაპზე, ამ გარემოცვაში, ჩვენს რეგიონში?- მარტივად. პასუხი ძალიან თვალსაჩინოა, ვინც დროსა და დინამიკაში შეხედავს ამ ყველაფერს.

 

უწყებათაშორისი საბჭო შეიქმნა ჯერ კიდევ იანვარში, მაშინ როცა ჯანდაცვის მინისტრმა პირველად შემოჰკრა განგაშის ზარი და თქვა, რომ ჩინეთში მიმდინარე პროცესები, რომელსაც მაშინ არ ერქვა Covid 19, არამედ გაზრდილი პნევმონიების ოდენობა იყო საყურადღებო და, სწორედ, ეს იყო ძირითადი „ტრიგერი“, რის გამოც ჩვენ შევქმენით საბჭო. მისი შექმნიდან, დაახლოებით, ერთ თვეში ჩვენ გვქონდა ინფიცირების პირველი შემთხვევა და ამ ერთი თვის განმავლობაში ბევრი რამ გავაკეთეთ. ჩვენი მენეჯმენტის ძირითადი კომპონენტი არის ზუსტად ეს - სწრაფი, დროული ნაბიჯები, თუმცა, გარკვეულწილად შესაძლოა ეს ნაბიჯები ყოფილიყო უფრო ეფექტურიც,“- განაცხადა მთავრობის მეთაურმა

 

 

 

 

big_banner
არქივი