logo_geo
დეკანოზი დავით ისაკაძე: ცოტა ხანში საქართველოში ქართველები უმცირესობაში აღმოვჩნდებით!
- +

15 მარტი. 2017. 13:39



„არასამთავრობო ორგანიზაციებმა და სახალხო დამცველის აპარატმა ნებისმიერ კონფლიქტში წესად აქციეს სხვა დენომინაციებთან მიმართებაში მართლმადიდებლების, ხოლო სხვა ერების წინაშე ქართველების გამტყუნება!" - ამის შესახებ სოფელ დიღმის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიიის წინამძღვარმა, დეკანოზმა დავით ისაკაძემ „ასავალ-დასავალს" განუცხადა და აღნიშნა, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის დისკრედიტაცია ბრიუსელის სურვილია. როგორც ისაკაძე ამბობს, ეს ყველაფერი სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან დაიწყო.


„ეს იწყება სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლიდან! უკვე მაშინ ჩვენმა მეგობრებმა მოგვაწოდეს ინფორმაცია მართლმადიდებლური სარწმუნოების დისკრედიტაციის იმ საიდუმლო გეგმის შესახებ, რომელიც ხელისუფლების უშუალო განკარგულებით უნდა განეხორციელებინა „საზოგადოებრივ მაუწყებელს", რაშიც მონაწილეობა უნდა მიეღოთ დასავლეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, სხვადასხვა იურიდიულ და საერო პირებსაც!

 

ჩვენმა მხილებამ შედეგი გამოიღო და ხელისუფლება იძულებული გახდა, მოქმედებები „საზოგადოებრივი მაუწყებლიდან" „რუსთავი 2"-ზე გადაეტანა. ბრიუსელის მსტოვრები სწორედ ახლა აპირებენ თავიანთი ბინძური გეგმის დაგვირგვინებას! ჩვენს თვალწინ მიმდინარეობს ქართველი ხალხისა და ჩვენი სამშობლოს არამარტო ფიზიკური, არამედ ადამიანების ცნობიერების ოკუპაციის დამღუპველი პროცესი!

 

ეს არის ბრიუსელის დიქტატის გამოხატულება, უკვე გვაიძულებენ, სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოში მიგრანტები და ლტოლვილები შემოვუშვათ. გამოდის, ევროპა ვიზა-ლიბერალიზაციას იმიტომ გვაძლევს, ჩვენს ქვეყანაში ათასი ჯურის გადამთიელი შემოიყვანოს და ფიზიკურადაც გადაგვაგვაროს! ცოტა ხანში საქართველოში ქართველები უმცირესობაში აღმოვჩნდებით!

 

ყველა ჭეშმარიტ პატრიოტს, ვინც ამ ინტერვენციას წინ აღუდგება, თუნდაც რუსეთი საერთოდ არსად ახსენოს - ბრიუსელის მსტოვრები მყისვე რუსეთიდან მართულის იარლიყს აწებებენ! ესეც მიზანმიმართულად ხდება, რომ ჩვენ ხმა ვერ ამოვიღოთ, მათ კი, თავიანთი გეგმები შეუფერხებლად განახორციელონ!" - აცხადებს დეკანოზი.


მისივე თქმით, ეკლესიაში განვითარებულ მოვლენებშიც ბრიუსელია ჩართული.


„ეს არის იმ მოვლენების დაგვირგვინება, რასაც მთლიანობაში მართლმადიდებლობის წინააღმდეგ შეთქმულება შეიძლება ეწოდოს. ამიტომაც ეკლესიაში უნდა დაიწყოს თვითწმენდის პროცესი, რადგან ერთობ მომრავლდნენ სასულიერო პირები მღვდელმთავრების ჩათვლით, ვინც შეგნებულად თუ შეუგნებლად ულახავს სახელს ეკლესიას და აბრკოლებს მრევლს. სასულიერო პირთა ერთი ჯგუფი აქტიურად ვიბრძვით, რათა მოხდეს მათი განყენება. ვიცი, რომ ამ საკითხს ეთანხმება პატრიარქი", - განაცხადა ისაკაძემ. 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი