logo_geo
პაატა იმნაძე ახალ პირბადეებზე: ასეთი პირბადეებით შავ ჭირზე ვმუშაობდით!
- +

9 აპრილი. 2020. 20:47

 

 

ქართული წარმოების პირბადეებს, რომლებიც მთელი საქართველოს მასშტაბით ეტაპობრივად ხელმისაწვდომი გახდება, საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა.

ნაწილი თვლის, რომ პირბადე არა საიმედოა, რადგან იგი ვიზუალურად განსხვავდება იმ პროდუქციისგან, რაც ადრე აფთიაქებში იყიდებოდა.

„ნეტგაზეთი“ აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრს ესაუბრა.

პაატა იმნაძემ მოგვწერა, რომ ტექნოლოგია, რომლითაც პირბადეები დამზადდა აპრობირებულია და წლების გნამავლობაში, სანამ ერთჯერადი ნიღბები შეიქმნებოდა, სპეციალისტები საშიშ ინფექციებზე სწორედ ამგვარი პირბადეებით მუშაობდნენ:

 

ასეთი პირბადეებით შავ ჭირზე ვმუშაობდით წლები. ერთჯერადები საერთოდ არ არსებობდა” – უთხრა პაატა იმნაძემ ნეტგაზეთს და აღნიშნა, რომ ის ჩDჩ-ს (აშშ-ის დაავადება კორნტოლისა და პრევენციის ცენტრი) რეკომენდაციებს არ ეწინააღმდეგება.

 

როგორც დაავადებათა კონტორლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ “ნეტგაზეთს” მისწერა, შესაბამისი რეკომენდაციები დაავადებათა კონტროლის ცენტრის ბიოუსაფრთხოებისა და ბიოდაცვის დეპარტამენტმა გასცა.“- ავრცელებს გამოცემა.

 

ეკონომიკის მინისტრის, ნათია ტურნავას თქმით, საუბარია 400 000 პირბადეზე, რომელიც საქართველოს მასშტაბით გადანაწილდება 4 სააფთიაქო ქსელში: ავერსი, ფარმადეპო, პეესპე და ჯიპისი.

 

საქართველოში დამზადებული პირბადეების საცალო ღირებულება 50 თეთრი იქნება და ერთ ადამიანს 3 პირბადის შეძენა შეეძლება. ნათია თურნავას თქმით, აღნიშნული პირბადეები მრავალჯერადი გამოყენებისაა. მომხმარებლებმა პირბადე ხელმეორედ გმაოყენებამდე უნდა გარეცხოს და გააუთაოს.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი