logo_geo
ნუცა ჯანელიძე: „რუსთავი 2“-ს სრულიად უზრდელური გამოხატვა აქვს - შაყირი, ლანძღვა, გინება…
- +

16 მარტი. 2017. 03:30



ხელოვნებათმცოდნე ნუცა ჯანელიძე „რეზონანსთან" ტელეკომპანია „რუსთავი 2"-თან დაკავშირებით საუბრობს:


„ნამდვილად საკუთრების დავაა. რაც შეეხება გამოხატვას, 2012 წლიდან „რუსთავი 2"-ზე სულ ასეთი აგრესიული თოქშოუები და სიუჟეტებია. 5 წელია, ამ ხალხს თავისი აზრის გამოხატვას არავინ არ უშლის. სრულიად უზრდელური გამოხატვა აქვს და კიდევ რა ვთქვა, არ ვიცი. მათ ვინმემ უთხრა, რომ ასე არ ილაპარაკონ? გამოხატვის აკრძალვა სად არის? ასევე შაქრით არ გამოირჩევა არც „tvპირველი" და არც „კავკასია", მაგრამ არავინ არვის არაფერს არ უშლის. შაყირი შაყირზეა, ლანძღვა ლანძღვაზე, გინება გინებაზე და ვინმე რაიმეს ეუბნება? უბრალოდ, ლანძღვასაც აქვს ფორმა", - აცხადებს ჯანელიძე.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი