logo_geo
დეკანოზი შალვა კეკელია: ვამზადებთ შენობას, სადაც აღდგომის ღამეს 2000-მდე ადამიანი დაეტევა
- +

15 აპრილი. 2020. 19:51

 

“ჩვენ აღდგომა დღეს ვაპირებთ დისტანციების დაცვას, ვამზადებთ შენობას, სადაც 2 000-მდე ადამიანი შეიძლება დაეტიოს, სკამებსაც ვუმზადებთ ადამიანებს, მთლიანად ვახმოვანებთ ამ ტერიტორიას, რომ ადამიანებისთვის მარტივი იყოს ტაძარში მოსვლა” - ამის შესახებ დეკანოზმა შალვა კეკელიამ „რუსთავი-2“-თან საუბრისას განაცხადა.

 

 

სასულიერო პირი იმედოვნებს, რომ ცვლილებები ღვთისმსახურებაში არ მოხდება, დისტანციის დაცვაში კი დახმარებას ხელისუფლებას სთხოვს.

 

 

"ვიცი, რომ ღამისთევა ძალიან რთულია. მთელი ღამის განმავლობაში მოუწევთ ადამიანებს აქ ყოფნა. ადგილებსაც მოვნიშნავთ, რომ ადამიანები დისტანციურად იდგნენ. პირადად ვთხოვდი მთავრობის წარმომადგენლებს, რომ პირიქით, ამ ღამეს დაგვეხმარონ ამ დისტანციების დაცვაში. ადამიანი, რომელიც კანონს დაარღვევს, ის ბუნებრივია დაჯარიმდება. 21:00-დან 06:00-მდე არის კომენდანტრის საათი და ამ დროს ქუჩაში არავინ უნდა იყოს", - განაცხად დეკანოზმა.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი