logo_geo
ლევან რატიანი: ბევრი მშიშარა ექიმი წავიდა ჩვენგან, დარჩენილები უთოფო გმირები არიან
- +

20 აპრილი. 2020. 03:08

 

 

“რომ მოხვიდე ჩემს კლინიკაში, დაწყებული სანიტრით, დამთავრებული კათედრის გამგით, როგორ გითხრათ, უთოფო გმირები არიან, – ასე შეაფასა საკუთარი სამედიცინო პერსონალი პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა. მან ამის შესახებ „მთავარ აქცენტებში“ განაცხადა.

 

 

 

„ვისაც შეეშინდა, ბევრი წავიდა. ბევრი კათედრა გავიდა ჩვენი კლინიკიდან, მაგრამ პირობას ვდებ, მე თუ იქ დავრჩი და გადავრჩი, ვერავინ დაბრუნდება… ბევრი მშიშარა ექიმი წავიდა ჩვენგან და მშიშარა ექიმთან ურთიერობა ძალიან ძნელია… რომ მოხვიდე ჩემს კლინიკაში, დაწყებული სანიტრით, დამთავრებული კათედრის გამგით, როგორ გითხრათ, უთოფო გმირები არიან”, – თქვა ლევან რატიანმა.

 

 

 

big_banner
არქივი