logo_geo
ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექთანი: საქართველოს გაცილებით უკეთესი მდგომარეობა აქვს
- +

21 აპრილი. 2020. 16:06

 

“ქართული და ამერიკული ჰოსპიტალური გარემო სისტემური თვალსაზრისით აბსოლუტურად განსხვავებულია, მაგრამ სტატისტიკას ქმნის ციფრები და სტატისტიკის შესაბამისად, საქართველოს გაცილებით უკეთესი მდგომარეობა აქვს, - ამის შესახებ ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ექთანმა, ნანა ბერიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

 

 

მისი თქმით, ის გარემოება, რომ სტატიკის შესაბამისად საქართველო გაცილებით წინაა, ვიდრე ამერიკა, ქართველი მედპერსონალისა და დროული ღონისძიებების შედეგია.

 

 

„ძალიან დიდი დამსახურება აქვთ ქართველ ექიმებს, სამედიცინო პერსონალს და დროულად მიღებულ ზომებს, მათ შორის, სოციალურ დისტანცირებას, რაც ქართველებისთვის ალბათ, ყველაზე რთული იყო“ - განაცხადა ნანა ბერიშვილმა.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი