logo_geo
„მოდერნიზებულ „ნაციონალური მოძრაობას“ სათავეში ჩაუდგება საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი მარგველაშვილი!“
- +

17 მარტი. 2017. 14:16



„შორს ვარ იმ აზრისგან, რომ სააკაშვილი დაბრუნდება პრეზიდენტად, მაგრამ ნაცები დაბრუნდებიან სხვა სახითა და სხვა სახელით!" - ამის შესახებ მოძრაობა „ეროვნულების" ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ „ასავალ-დასავალს" განუცხადა. როგორც ბრეგაძე აღნიშნავს, სათავეში ნაციონალების მოსვლა უამრავი ადამიანის დაკავებას გამოიწვევს.


„ნაციონალები რომ დაბრუნდნენ, იმ ხალხს გადაუვლიან, დახოცავენ და დაიჭერენ, ვინც მათ რეჟიმს უპირისპირდებოდა.

 

ინფორმაცია მაქვს, რომ მოდერნიზებულ „ნაციონალური მოძრაობას" სათავეში ჩაუდგება საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი მარგველაშვილი! დიახ, მარგველაშვილი უკვე ემზადება მომავალი საპრეზინდეტო არჩევნებისათვის და დაწყებული აქვს თავის გარშემო ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნა!

 

მარგველაშვილის გარშემო გაერთიანდებიან რესპუბლიკელები, ბოკერია-უგულავას დაჯგუფება, „ახალი მემარჯვენეები", „გირჩი", ვაშაძის პარტია და ლიბერასტული „ენჯეოები", - განაცხადა ბრეგაძემ.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი