logo_geo
ალერგოლოგი გიორგი კამკამიძე: ალერგიული სიმპტომები კორონავირუსული ინფექციის სიმპტომებს ჰგავს
- +

25 აპრილი. 2020. 14:31

 

 

“რესპირატორულ ალერგიებს ახასიათებს ძალიან ბევრი ისეთი სიმპტომი, რომელიც შეიძლება აგვერიოს ინფექციურ დაავადებებში. პირველ რიგში, ზემო სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციებთან, მათ შორის - კორონავირუსთან, - ამის შესახებ იმუნოლოგ-ალერგოლოგმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, გიორგი კამკამიძემ გადაცემა „ანატომიასთან“ საუბრისას განაცხადა.

 

 

„ეს სიმპტომები შეიძლება იყოს სურდო, ხველა, მათ შორის მშრალი ხველა, ყნოსვის დაქვეითება, იშვიათად - გემოს დაქვეითება, თვალის ანთება და ცრემლდენა. ზოგიერთ შემთხვევაში, შეიძლება იყოს ტემპერატურის მატება (განსაკუთრებით, ალეგიული პროცესის დაწყებისას). შესაბამისად, ეს სიმპტომები შეიძლება აგვერიოს მსუბუქად მიმდინარე კორონავირუსულ ინფექციათან. თუ ადამიანი ატყობს, რომ ალერგიული პროცესი ისე არ მიმდინარეობს, როგორც ეს ჰქონდა სხვა სეზონების დროს და სხვა ნიშნები ახასიათებთ, მაგალითად, ხველა, რომელიც არ ჯდება იმ სურათში, რომელიც ადრე ჰქონდათ, - გაძლიერებული ქოშინი, ან მეტი ტემპერატურული რეაქცია, - უნდა მიმართოს ოჯახის ექიმს და იმის მიხედვით, თუ როგორ ჩათვლის ექიმი, შეიძლება გადამასამართდეს ცხელების ცენტრში, სადაც ჩატარდება ტესტირება. ბევრ შემთხვევაში, ეს სიმპტომები ალერგიითადაა გამოწვეული და ჩვენი პრაქტიკიდან გამომდინარე, იშვიათია შემთხვევა, როცა დასტურდება კორონავირუსი. ნუ მიეცემით პანიკას, თუმცა ყურადღება უნდა მიაქციოთ სამ ნიშანს, - ტემპერატურა, უჩვეულოდ გაძლიერებულ ხველასა და გაძლიერებულ ქოშინს. ამ დროს აუცილებლად მიმართეთ ოჯახის ექიმს“ - განაცხადა გიორგი კამპამიძემ.

 

big_banner
არქივი