logo_geo
მაია ბუწაშვილი: კვლევები და ტესტირება ეპიდემიასთან ბრძოლის მთავარი ბერკეტია
- +

25 აპრილი. 2020. 17:18

 

 

“ყველამ ერად უნდა დავივიწყოთ გამოთქმა აგრესიული ტესტირება და გადავიდეთ ეპიდემიოლოგიურ ტერმინებზე. ეს არის მიზნობრივი ტესტირება და საყოველთაო ტესტირება. საქართველო ადგას მიზნობრივი ტექსტირების გზას”, - ამის შესახებ „ტვ პირველის“ ეთერში ინფექციონისტმა, მაია ბუწაშვილმა განაცხადა.

 

 

მისი თქმით, კონკრეტულ ჯგუფებშიც მაღალია კრონავირუსის გამოვლენის ალბათობა და ეპიდემიოლოგები ამ ჯგუფებს იკვლევენ.

 

 

„ასეთია სიმპტომების მქონე პაციენტები და კონტაქტები. რეალურად მარიანა ეზუგბაიას იმის თქმა უნდოდა, რომ კლასტერები შემცირდება და ნაკლებად დაგვჭირდება კონტაქტების კვლევა. რეალურად ჩვენ ვერ შევამცირებთ კვლევებს. რაც უფრო მეტს გამოვიკვლევთ ეს არის მთავარი ბერკეტი ეპიდემიასთან ბრძოლის. ყველა კონტაქტი უნდა იქნას გამოკვლეული, ეს განსაზღვრულია ჩვენი მოქმედი პროტოკოლის თანახმად“, - აღნიშნა ბუწაშვილმა.

 

 

რაც შეეხება საყოველთაო ტესტირებას, ექიმი ინფექციონისტის განცხადებით ეს საქართველოში არ ხდება.

 

 

 „ამის აუცილებლობა არ არის და ამის რესურსები ძალიან მწირია. ამის გაკეთება მხოლოდ ერთად-ერთმა ქვეყანამ შეძლო და ამის ერთ-ერთი წარმატებული მაგალითია სამხრეთ კორეა. მიზნობრივი ტესტირება გულისხმობს კონტაქტების კვლევას. ეს არის მიზნობრივი ტესტირება, აღმოჩენილი შემთხვევის ირგვლივ“, - განმარტა ბუწაშვილმა.

 

 

big_banner
არქივი