logo_geo
„დედაჩემს თავი ჰქონდა გადავარდნილი... ეგონათ გული წაუვიდაო" – თიკა მახალდიანი ტრაგიკულ დღეს იხსენებს
- +

29 აპრილი. 2020. 23:21

 

 

დედა ბედნიერი ადამიანი იყო. უყვარდა სიცოცხლე, მზე, ზღვა, კარგი ამინდი, ზაფხული… ბოლო პერიოდში, როცა ჩემი შვილი გაჩნდა, სულ მასთან იყო. ყველაზე მეტად ეს მიმძიმს. ჩემი შვილი ამ ტრაგედიის შემდეგ ვგრძნობ, რომ ჩამქრალია.

 

სანამ შვილი გამიჩნდებოდა, დედა სულ იმას ამბობდა, როდის მეყოლება შვილიშვილიო, მაგრამ არ დასცალდა ბოლომდე ყოფილიყო ბედნიერი მასთან ერთად.“- ამის შესახებ თიკა მახალდიანმა „მთავარის ეთერში“ გადაცემა „სხვა ნანუკასთან“ განაცხადა.

 

მომღერალმა ის ტრაგიკული დღე გაიხსენა, როცა ბრმა ტყვიამ მისი 50 წლის დედა იმსხვერპლა.

 

ჯერ კიდევ არ მაქვს გაცნობიერებული რა მოხდა. ხანდახან არ მჯერა. თამუნა ყველას მეგობარი იყო… მე მეუღლესთან და შვილთან ერთად ვცხოვრობ. კარანტინის პერიოდში თვენახევარი არ გვყავდა ნანახი თამუნა. არც ის მოდიოდა და ჩვენც არ მივდიოდით.

 

იმ ღამეს დივანზე იჯდა, ხელში ტელეფონი ეჭირა. ამ ტრაგედიამდე რამდენიმე წუთით ადრე ველაპარაკე. ბავშვსაც ესაუბრა. “- განაცხადა თიკა მახალდიანმა.

 

როგორც მახალდიანი აცხადებს, ოჯახის წევრებმა ჯერ შუშის მსხვრევის ხმა გაიგონეს, ხოლო ოთახში შესულებს ოჯახის დიასახლისი უკვე დივანზე დავარდნილი დახვდათ.

 

ამ ხმაურზე გამოვარდნენ ოთახში მამაჩემი და ჩემი ძმა. თავიდან ვერ მიხვდნენ რა მოხდა. დედაჩემს თავი ჰქონდა გადავარდნილი. ეგონათ გული წაუვიდაო. მერე რაც მოხდა უკვე ყველამ იცის. გადაიყვანეს საავადმყოფოში, მაგრამ უკვე ცოცხალი აღარ იყო.“- განაცხადა მახალდიანმა.

 

ცნობისთვის,  20 აპრილს ვაჟა-ფშაველას გამზირზე გასროლილმა ტყვიამ მომღერალ თიკა მახალდიანის დედა, თამუნა ანთელავა საკუთარ სახლში იმსხვერპლა.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი