logo_geo
ვინ დაეხმარა ხათუნა ჟორდანიას და ზურა ხაჩიძეს ძნელბედობის ჟამს - "მკურნალობა დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული"
- +

2 მაისი. 2020. 10:40

 

 

მომღერალ ზურა ხაჩიძის ცოლმა, ხათუნა ჟორდანიამ, მძიმე დაავადებასთან ბრძოლაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. ქიმიოთერაპიის კურსის დასრულების შემდეგ შედეგები პოზიტიურია. სასიხარულო ცნობა, რომ დაავადებას დაამარცხებს, ხათუნამ პირველად ყინწვისის მამათა მონასტრის ბერის, მამა ნაუმისგან გაიგო, შემდეგ კი კლინიკაშიც დაუდასტურეს, რომ დაავადებამ უკან დაიხია.

 

 

"ხათუნა ისედაც ყოველთვის ძლიერი ქალი იყო, მისი ძლიერი ხასიათი, დიდი სიყვარულის უნარი ჩემთვის დღემდე ყველაზე ძვირფასია. ამიტომაც ვარ შეყვარებული მასზე. უფლის მიერ გამოგზავნილი ეს განსაცდელი ალბათ კიდევ უფრო გასაძლიერებლად არის. არა მგონია, უფალმა ადამიანს ისეთი განსაცდელი მოუვლინოს, რომელსაც ვერ დაიტევს.

 

 

ხათუნა იმდენად კეთილია და იმდენი სიკეთე აქვს გაკეთებული, რომ სულ მიკვირდა, როგორ დაემართა ეს მძიმე ავადმყოფობა. რაც ერთად ვართ, არ მახსოვს ხათუნას ავადმყოფობა, ცუდად ყოფნა, გაციება, მაღალი ტემპერატურა.

 

 

ამ რთულ პერიოდში საზოგადოებისგან ძალიან დიდი სიყვარული და გვერდში დგომა ვიგრძენით, ასევე – სახელმწიფოსგანაც დიდი დახმარების ხელი ვიგრძენით. ჯანდაცვის სამინისტრომ და თბილისის მერიამ დიდი დახმარება გაგვიწიეს. მოგეხსენებათ, მკურნალობა დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული და ამასთან მარტო გამკლავება ძალიან რთულია.

 

 

ხათუნას გადაწყვეტილი აქვს, ავადმყოფობის დამარცხების შემდეგ ეკოლოგიის პრობლემებთან ბრძოლაში გააქტიურდეს. მას არც დედის და არც მამის მხარეს არ ჰქონია სიმსივნესთან დაკავშირებული პრობლემები, ყველაფერი დღევანდელი კატასტროფული ეკოლოგიის შედეგია. თბილისი სავსეა უკატალიზატორო მანქანებით, რომელთა გამონაბოლქვი ჩვენს შვილებს წამლავს", - განუცხადა "სარკეს" ზურა ხაჩიძემ.

 

 

big_banner
არქივი