logo_geo
შალვა ხუციშვილი: „ჭკვიანი კამერები“ დანაშაულის პრევენციის საქმეში ყველაზე თანამედროვე მიდგომაა!
- +

24 ნოემბერი. 2016. 11:16


 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში ამბობს, რომ „ჭკვიანი კამერები" რამდენიმე განვითარებულ ქვეყანაში არსებობს და წარმატებით ფუნქციონირებს. იგი იმედოვნებს, რომ პროგრამის ამოქმედების შემდეგ თვალსაჩინო შედეგი საქართველოშიც დადგება.

 

 

„ასეთი ცენტრები მსოფლიოს სულ რამდენიმე განვითარებულ ქვეყანაში არსებობს და უკვე აღიარებულია, როგორც დანაშაულის პრევენციის, აღკვეთისა და გამოვლენის საქმეში ყველაზე თანამედროვე მიდგომა! სადაც მსგავსი პროექტი განხორციელდა, უსწრაფესი შედეგები მოიტანა და პოლიციის ეფექტურობის ხარისხი აშკარად გაზარდა. მაგალითად, ლონდონში აღნიშნული ტექნოლოგიების დანერგვის შემდეგ, დანაშაულის მაჩვენებელი 4-5 წელიწადში 416 ათასიდან 121 770-მდე შემცირდა. ნიუ-იორკში, 2014 წლის მონაცემებით, ბოლო 10 წლის განმავლობაში ძალადობრივმა დანაშაულმა, მოსახლეობის ნახევარმილიონიანი ზრდის მიუხედავად, 9,5 პროცენტით იკლო. დარწმუნებული ვარ, როგორც კი პროგრამა ამოქმედდება, თვალსაჩინო შედეგები საქართველოშიც უმალ დადგება!" - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.









 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი