logo_geo
შეუძლია თუ არა ქარს კორონავირუსის სახლში შემოტანა? - რას ამბობს ექიმი
- +

4 მაისი. 2020. 02:53

 

 

“COVID-19 გადატანის გზები აქვს ჰაერწვეთოვანი და ის ორი მეტრის მანძილზე ვრცელდება და თუ ადამიანი დარბის და ჩვენც დავრბივართ იმავე წრეში, შეიძლება 5-6 მეტრზეც გადაგვედოს,- ამის შესახებ იმუნოლოგ-ალერგოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „რუსთავი2“-ის ეთერში დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით, კორონავირუსი არ არის ჰაეროვანი ინფექცია და შესაბამისად, ის ქარით არ ვრცელდება.

 

 

„ვთქვათ, კორონავირუსი ფანჯრებში რომ შემოვიდეს, მეცხრე-მეათე ან პირველ სართულზე, მსგავსი რამ არ ახასიათებს. ეს არ არის ჰაეროვანი ინფექცია – ეს ახასიათებს ჰაეროვან ინფექციას: წითელას, ტუბერკულოზს, ჩუტყვავილას და ა.შ. თუმცა იქაც კი შეიძლება ითქვას, რომ გადაჭარბება და უტრირებაა, მნიშვნელოვანია დავაზუსტოთ, რომ კორონავირუსი ქარით არ ვრცელდება", – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი