logo_geo
თამრიკო ჭოხონელიძე: სანამ პატრიარქს თვალებში არ ჩავხედავ, არ მჯერა, რომ ჩემზე ნაწყენია
- +

10 მაისი. 2020. 19:27

 

 

თამრიკო ჭოხონელიძემ პატრიარქთან და საპატრიარქოსთან ურთიერთობა ვერ აღადგინა.

 

 

მას შემდეგ, რაც ოჯახის სიწმინდის დაცვის დღეზე მან სიმღერა უცნაური გადაწყვეტილების  გამო გადაიფიქრა, საქმე იქამდეც მივიდა, რომ სამების საკათედრო ტაძარში აღარ გალობს.

 

 

"ვერ აღვადგინე პატრიარქთან ურთიერთობა. რა ინფორმაციასაც აწვდიან და რაც ჩემამდე მოდის, მართალი არ არის. ზუსტად ვიცი, შეუძლებელია, უწმინდესი ჩემზე ნაწყენი იყოს. პატრიარქს რომ შემახვედრა, ზუსტად ვიცი, მას ავუხსნი ყველაფერს და ის აუცილებლად გამიგებს. არაერთ პირს დავაბარე, რომ მასთან შეხვედრა მინდოდა და როგორმე შევეხვედრებინე, მაგრამ…

 

 

ერთი პროცენტითაც არ ვუშვებ იმას, რომ პატრიარქი უარს ამბობს ჩემთან შეხვედრაზე. იმდენად პროგრესულად მოაზროვნე ადამიანია, შეუძლებელია, ჩემი პოზიცია მისთვის მიუღებელი იყოს. სანამ პატრიარქს თვალებში არ ჩავხედავ, არ მჯერა, რომ ჩემზე ნაწყენია. ვფიქრობ, უფალი აუცილებლად შემახვედრებს. არ მიცხოვრია ისეთი ცხოვრებით, რომ იმის ღირსი ვიყო, ისე წავიდე ამქვეყნიდან, პატრიარქს არ შევხვდე. მე უკვე გადამიარა დიდმა წყენამ, რაც მომაყენეს და ერთადერთი სურვილი დამრჩა –  პატრიარქს შევხვდე", - განუცხადა "სარკეს" ჭოხონელიძემ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი