logo_geo
მეუფე დანიელი: ექიმების თავდადება საკმარისი არ იყო, ეს მართლა სასწაულია
- +

13 მაისი. 2020. 11:15

 

 

 

„დღეს რელიგიური სამყარო უყურებს პატრიარქს, როგორც ადამიანს, რომელმაც სასწაული მოახდინა“,- ამის შესახებ ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა „იმედის“ ეთერში საუბრისას განაცხადა.

 

 

მისი თქმით, ექმიების თავდადება საკმარისი არ იყო და ეს მართლაც სასწაულია.

 

 

„ეკლესიამ არაერთხელ გადაუხადა მადლობა ჯანდაცვის სისტემასა და ექიმებს, ჩვენი დაცვის სამსახურსა და ქვეყნის ხელისუფლებას.

 

 

თუ რომელიმე ქვეყანაში ვინმემ თავდადებით იშრომა, ეს სწორედ ამ ადამიანებმა გააკეთეს.

 

 

თუმცა, მე ვთვლი, რომ მათი თავდადება საკმარისი არ იყო და ეს მართლა სასწაულია. ვირუსის ასეთი სწრაფი გავრცელების დროს, აღდგომის ღამეს ტაძრებში ასობით ათასი ადამიანი იყო და ეზიარა.

 

 

ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს საქართველოს ეკლესიის სარწმუნოების ძალაზე, ვინაიდან სხვა ქვეყნებში ტაძრებში მრევლი არ შეუშვეს.

 

 

ეს მეტყველებს უშუალოდ პატრიარქის ძალაზე, რომელმაც ჩვენს ერს რწმენის ძალიან დიდი ტრადიცია დაუბრუნა“,- აღნიშნა მეუფემ.

 

 

 

 

big_banner
არქივი