logo_geo
ექიმი ანზორ გაბიტაშვილი „დინამოს“ ისტორიული გამარჯვების შემდეგ ბურთის „გატაცების“ ისტორიას იხსენებს
- +

13 მაისი. 2020. 13:18

 

1981 წლის 13 მაისს, ქართველმა ფეხბურთელებმა დიუსელდორფში გამართულ ფინალში იენის „კარლ ცაისი“ 2:1 დაამარცხეს და თასების მფლობელთა თასი მოიპოვეს.

 

 

„დინამოს“ მაშინდელმა ექიმმა, ანზორ გაბიტაშვილმა „იმედის დილაში“ ის მომენტი გაიხსენა, მატჩის დასრულების შემდეგ გამარჯვების აღსანიშნავად, თუ როგორ გასტაცა ბურთი მატჩის მსაჯს. ეს ბურთი დღემდე ანზორ გაბიტაშვილის სახლში ინახება, როგორც უნიკალური რელიქვია.

 

 

„სანამ 13 მაისის ფინალში მონაწილეობისთვის გავფრინდებოდით, დინამოს ბაზაზე შევიკრიბეთ, გუნდი იყო, მთავრობის წარმომადგენლები იყვნენ. იქ გამოვედი სიტყვით და ვთქვი, რომ ჩვენ ამ თასს ავიღებთ და ბურთი უნდა მოვიტაცო-მეთქი. მოკვდნენ სიცილით. იცინოდნენ. თამაში რომ დაიწყო, ვაგებდით ერთით ნოლს. რამდენიმე წუთის შემდეგ, გუცაევის ბურთის შემდეგ ფრე გახდა. რამდენიმე წუთი იყო დარჩენილი და ვიტალი დარასელიამ გამარჯვების გოლი გაიტანა. ახალკაცის გვერდით ვიჯექი და იდაყვი მომარტყა, მეუბნება, შენი დრო მოვიდაო. მე ხომ ბურთი უნდა წამერთმია. ჩავედი და წავართვი. ბურთის წართმევა ხიზანიშვილსა და თავაძეს უნდოდა, მაგრამ მე მოვასწარი, წავართვი, ჩამოვაგდებინე და გავიქეცი. გასახდელში წავედი და იქ დავმალე. ეს ისტორიული ბურთია. ნეტავ, ღმერთმა ქნას და ჩვენმა რომელიმე გუნდმა ასეთ გამარჯვებას მიაღწიოს. შეიძლება ბურთი ვერ წამოიღონ, მაგრამ ხომ გაიმარჯვებენ. ეს მინდა! ესაა ჩემი ოცნება“, - განაცხადა გაბიტაშვილმა.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი