logo_geo
ვინ შეცვლის „მაესტროს“ დირექტორს და ვინ გადადის „იმედზე“
- +

20 მარტი. 2017. 11:39



TV მედიაში დიდი ცვლილებები გრძელდება. ამ შემთხვევაში მთავარი ეპიცენტრი „მაესტროა". „პრაიმტაიმის" ინფორმაციით, ტელეკომპანია „მაესტრო" მაუწყებლობის ფორმატს ცვლის და სავარაუდოდ, უკვე აპრილიდან, 24-საათიან საინფორმაციო მაუწყებლობაზე გადადის.


ახალი ფორმატისთვის მზადება უკვე აქტიურად მიმდინარეობს. „მაესტროს" ნიუსრუმი ტელეკომპანია „იმედის" შენობაში გადადის. უცნობია, რა ბედი ეწევა „მაესტროს" შენობას, სად დაბინავდებიან სხვა გადაცემები.

 

„ლოგიკურია, რომ ტელევიზიის ფორმატის ცვლილებას კონკრეტული გადაცემების დახურვა ან ახალი გადაცემების სამაუწყებლო ბადეში ჩაშვება მოჰყვება. „პრაიმტაიმის" ინფორმაციით, გადაცემა „ბიზნესკონტაქტი" ტელეკომპანია „იმედის" ეთერში გადაინაცვლებს. თოქშოუს „ცეცხლის ხაზზე" კი „მაესტრო" შეინარჩუნებს", - წერს „პრაიმტაიმი".


ინფორმაციის გადასამოწმებლად „პრაიმტაიმი" „იმედის" საინფორმაციო სამსახურის უფროსს ნანა ლეჟავას დუაკავშირდა.


„არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, უბრალოდ, არ ვიცი და ამიტომ ამასთან დაკავშირებით ვერაფერს გიპასუხებთ", - განაცხადა ნანა ლეჟავამ.


„გადაცემა, რომელიც „მაესტროზე" ნამდვილად არ დაიხურება, ჩვენი ინფორმაციით, არის „ცეცხლის ხაზი". „ცეცხლის ხაზის" პროდიუსერი ნიკოლოზ ლალიაშვილი არ უარყოფს, რომ ტელეკომპანიის ფორმატის ცვლილებაზე მუშაობა მიდის, თუმცა, არ იცის, რა ბედი ეწევა მის გადაცემებს მანამ, სანამ „მაესტროს" ფორმატი საბოლოოდ არ გახდება ცნობილი", - წერს გამოცემა.


„ჯერჯერობით არ ვიცი, რა ფორმატით იქნება არხი, ამიტომ ვერ გეტყვით, როგორ გაგრძელდება გადაცემები, რა მიმართულებით განვითარდება და როგორ აეწყობა სამაუწყებლო ბადე", - განუცხადა ნიკა ლალიაშვილმა „პრაიმტაიმს".


„ასევე, ჩვენთვის ცნობილი ხდება, რომ „მაესტროს" გენერალური დირექტორი ზურაბ ნაყეური თანამდებობას ტოვებს, მან საკმაოდ მძიმე და კრიზისულ დროს უხელმძღვანელა არხს, ახლა კი ის ისე მიდის, რომ მემკვიდრესაც არ ტოვებს. მისი პოზიცია, უბრალოდ, უქმდება. ტელეკომპანიას უხელმძღვანელებს მენეჯერი, შეზღუდული უფლებამოსილებებით.

 

მოკლედ, ფაქტია, რომ „მაესტროში" დიდი გადახალისება იგეგმება. ვნახოთ, როგორ ტრანსფორმირდება „მაესტრო" 24-საათიან მაუწყებლობად და რა სიახლეებს შემოგვთავაზებს სამაუწყებლო ბადეში", - წერს „პრაიმტაიმი".


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი