logo_geo
კოკი კიწმარიშვილი: ნაწყენი ვარ!
- +

29 მაისი. 2020. 17:01

 

 

 

„მასტერშეფის“ გვერდზე განთავსებულმა ვიდეომ, საზოგადოების ნაწილის ვნებათაღელვა გამოიწვია.

 

 

ისინი ფიქრობენ, რომ პროექტში მონაწილე კოკი კიწმარიშვილი ჟიურის მხრიდან ბულინგის მსხვერპლი გახდა, კონკრეტულად კი ლუკა ნაჭყებიას ადანაშაულებენ მის მიმართ ცუდი დამოკიდებულების გამო.

 

 

„პრაიმტაიმი“ კოკი კიწმარიშვილს დაუკავშირდა. ის ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ნაწყენია.

 

 

– მე ვიყავი კვების ობიექტის მენეჯერი, მქონდა შეხება სამზარეულოსთან, ასევე ჩემი ჰობია და ამით ვერთობი. ამიტომაც ვცადე.

 

 

– ჟიურის მხრიდან ასეთ შეფასებებს ელოდით? – ცომის გუნდის დახეთქებას და ა.შ.

 

 

– სიმართლე გითხრა, არ ველოდი ლუკას ამ საქციელს, მეწყინა, მაგრამ არ გავბრაზდი. ეს ფქვილი, რომ დამიყარა, გამიკვირდა, არ იყო სასიამოვნო შეგრძნება.

 

 

– იქნებ, ჟიურის მხრიდან ასეთი უხეშობა თქვენმა ნათქვამმა გამოიწვია – არ გინდოდათ ზედა დაგსვროდათ…

 

 

– ალბათ ასეა, ჩემი ნათქვამიდან გამომდინარე გაბრაზდა ლუკა.

 

 

– ეთანხმებით მათ, ვინც ამ სცენის გამო ბულინგის მსხვერპლად მიგიჩნევთ?

 

 

– წავიკითხე კომენტარები… ასე არ ვთვლი, მაგრამ არც ლუკას მხრიდან იყო სწორი საქციელი.

 

 

მე რომ მაყურებელი ვყოფილიყავი, ალბათ მეც ასე ვიფიქრებდი. არ ვარ ისეთი ადამიანი, წყენას, რომ გულში იდებ, ძალიან მალე ვივიწყებ.

 

 

ჩემ ადგილას სხვა ადამიანი რომ ყოფილიყო, მეც მონაწილის მხარეს ვიქნებოდი და მესმის საზოგადოების ნაწილის და ძალიან მიხარია.

 

 

ყველაზე მეტად სწორედ ხალხის ასეთი დამოკიდებულება გამიხარდა ჩემდამი და მადლობა ყველას. ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის ადამიანური ურთიერთობები და საზოგადოება ასე, რომ დამიდგა გვერდით.

 

 

– ეს ყველაფერი შოუს ეფექტი ხომ არ ყოფილა?

 

 

– არაფერი დადგმული არ ყოფილა, ყველაფერი იყო ბუნებრივად.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი