logo_geo
როგორ მოქმედებს ბავშვებზე პანდემიის დროს შეზღუდვები
- +

19 ივნისი. 2020. 12:08

 

 

იმისათვის, რომ ბავშვს ჰქონდეს კარგი ფსიქიკური ჯანმრთელობა, მნიშვნელოვანია რომ შეზღუდვა, რომელსაც მას საზოგადოება ან თუნდაც ოჯახი უწესებს, არ იყოს გრძელვადიანი და იმდენად მძიმე, რომ რეალურად ბავშვისთვის ადაპტაციის დარღვევები გამოიწვიოს, - ამის შესახებ ბავშვთა ნევროლოგ/ფსიქიატრმა, მედეა ზირაქაშვილმა „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.

 

მისი თქმით, პანდემიის დროს სკოლების და ბაღების დახურვამ, ბავშვებში შეიძლება ძალიან გრძელვადიანი სტრესული პრობლემები გამოიწვიოს.

 

„წარმოვიდგინოთ, როგორ იმოქმედა ამ შეზღუდვებმა ზრდასრულ ადამიანებზე და ახლა წარმოიდგინეთ ბავშვები, რომლებიც კიდევ უფრო მეტ გაურკვევლობაში არიან, ვიდრე ჩვენ. მაგალითად: გუშინდელი ბაღში სიარული, სკოლაში სიარული, აკადემიურად ცოდნის მიღება, ბავშვებთან ურთიერთობა საკუთარი ემოციების ვენტილაციას, რომელიც ინტენსიურად მიმდინარეობდა, ერთი ხელის მოსმით, ერთ დღესაც გადაწყდა, რომ მას აბსოლუტურად უნდა შეეზღუდოს. შესაბამისად მოდის ის კლინიკური ნიშნები, რომელიც არის ადეკვატური პასუხი იმ ყველა რისკფაქტორზე, რომელსაც გვაძლევს შეზღუდვა. შეზღუდვა ეს არის სტრესორების კასკადი, რომელიც მავნე ზეგავლენას ახდენს ბავშვის ფსიქიკაზე. სკოლების და ბაღების დახურვამ შეიძლება ძალიან გრძელვადიანი სტრესული პრობლემები გამოიწვიოს ბავშვებში. მათ აკადემიური უნარების განვითარების გარდა ეზღუდებათ ყველაზე მნიშვნელოვანი - მათი სოციალური ფუნქციონირება“, - აღნიშნა ნევროლოგმა.

 

მისი თქმით, პანდემია თინეიჯერებისთვის ყველაზე სენსიტიური და კრიტიკული აღმოჩნდა.

 

„თავისუფლების მოსურნე და მოწყურებულ ახალგაზრდას უცებ ყველაფერი შეუზღუდეს, თვითრეალიზაციის საშუალება. ჩასვეს ოჯახში, სადაც უწევს იყოს დამოკიდებული მშობლებზე, მას უარი გამოუცხადეს სოციუმთან ურთიერთობაზე, სადაც მეტ კომფორტს პოულობს და ამ დრო ვხვდებით სავალალო შედეგს, რასაც ჰქვია თვითშეფასების პრობლემა“, - აღნიშნა ნევროლოგმა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი